რა გავაკეთოთ ძველი პერანგებით? საკმაოდ დროული კითხვაა, თუ სახლში ბევრი მამაკაცის ტანსაცმელი დაგიგროვდათ. სად წავიღოთ? ნაგვის ურნაში? ამოვავსოთ ხვრელები? შევინახოთ კარადაში? არა, ეს გონივრული არაა. Vivien მარტივ და სასარგებლო ხრიკებს გიზიარებთ.
რა გავაკეთოთ ძველი პერანგებით – აღსანიშნავია, რომ ამ კრეატიული იდეების გასახორციელებლად კერვის პროფესიონალურად ცოდნა საჭირო არაა. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ამის გაკეთება შეგიძლიათ. სხვა შემთხვევაში თარგი გამოიყენეთ და დიდებულ და ყველაფრის მცოდნე ინტერნეტს დახმარებისთვის მიმართეთ. მოკლედ, მამაკაცის პერანგებს მივხედოთ. სასურველია, გადაარჩიოთ, რომლის გამოყენება შეიძლება ხელმეორედ და რომელი აუცილებლად უნდა გადააგდოთ. კარგი პერანგები გაჭირვებულებს აჩუქეთ. მხოლოდ ყველაზე ძვირფასი შეინახეთ. თუ ტანსაცმელი მთელია და ლაქები არ აქვს, კეთილი საქმის გაკეთებას გირჩევთ.
კრეატიული საწოლი – დავუშვათ, რომ პერანგი ვერავის მიეცით. აშკარად ყოველდღიური ტარებისთვის შესაფერისი არაა, მაგრამ ჯერ კიდევ მთელია. სად წავიღოთ? ასეთი პერანგი საყვარელი ცხოველის საწოლად შეგიძლიათ გადააკეთოთ. მათ ხომ მეპატრონის ტანსაცმელზე ნებივრობა ასე ძალიან უყვართ. როგორ უნდა უთხრათ უარი ასეთ სიამოვნებაზე? თვითნაკეთი საწოლისთვის საკმარისია ძველი პერანგი, ქსოვილის შესაფერისი ძაფი, მაკრატელი და რაიმე შემავსებელი. ბამბაც გამოგადგებათ, მაგრამ გირჩევთ ნაყიდი შემავსებლით ან ქსოვილის ნაჭრებით გაავსოთ. აქ, პირადი სურვილების მიხედვით აირჩიეთ. პერანგიდან მრგვალი და საყვარელი საწოლი უნდა გამოვიდეს, რომელიც თქვენს პატარა კატას ან ძაღლს მოეწონება. ყველა ღილი შეკარით, საყელო მოაჭერით და შემდეგ ამოკემსეთ. მრგვალი გვერდი გაუკეთეთ. ამისთვის სახელოები გამოგადგებათ. ყელიდან იმდენით დაიხიეთ, რომ პატარა დერეფანი შეიქმნას, რომელიც ორივე სახელოს დააკავშირებს. რბილი შემავსებლით გაავსეთ და სახელოები ძირითად პერანგს მიაკერეთ. ისიც რაიმე რბილით გაავსეთ და თქვენს ცხოველს საწოლი აჩვენეთ.
საზაფხულო ტანსაცმელი – პერანგს შეგიძლიათ მეორე სიცოცხლე აჩუქოთ და შვილების ან შვილიშვილებისთვის მსუბუქი ტანსაცმელი შეკეროთ. რატომაც არა? ბავშვები ადვილად ისვრებიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა აგარაკზე სამოგზაუროდ მიდიხართ. ასეთი ტანსაცმლის დასვრა ან დაზიანება არ დაგენანებათ, რადგან ახალი შეგიძლიათ შეკეროთ. გირჩევთ, რომ ბავშვის ტანსაცმლის თარგი იპოვოთ. ინტერნეტში საყვარელი ნივთების თარგებს იპოვით. მათი შეკერვა ძალიან მარტივია. შესაფერისი თარგი შეარჩიეთ და ზომებში გაერკვიეთ, რომელიც კონკრეტულად თქვენს პატარას მოერგება. ყველაფერი თქვენს პერანგზე გადაიტანეთ და გამოჭერით. შემდეგ შეკერეთ და ბავშვს ტანსაცმელი მოაზომეთ.
რა გავაკეთოთ ძველი პერანგით ან პირსახოცით – ძველი ტანსაცმლით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მთავარია, დრო და სურვილი გქონდეთ. მაგალითად, პირსახოციდან მაგარი შორტები ან ქვედაბოლოები შეგიძლიათ შეკეროთ. საზაფხულო სააგარაკო სეზონისთვის იდეალურია. ქალის ძველი ბიუსჰალტერი შეგიძლიათ ცხელი კერძის პრაქტიკულ დამჭერად გამოიყენოთ. ძველი მაისური ცხოველისთვის კომფორტული სახლი გახდება, სადაც ზაფხულის სიცხეს დაემალება.
კარგად დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ ძველი ტანსაცმლიდან. შთაგონებისთვის სოციალურ ქსელებს შეგიძლიათ ეწვიოთ. იქ ნამდვილად იციან, რა გააკეთოთ ძველი პერანგით, მაისურით და შარვლით. გაქვთ საინტერესო იდეები? საქმეს შეუდექით. დროა, საკუთარი ხელით ლამაზი ნივთები შექმნათ.