თუ საქმიანი დიასახლისი ხართ და დრო არ გყოფნით, რომ სრულყოფილი ვახშამი მოამზადოთ, Vivien კარტოფილის პიცის მომზადებას გირჩევთ. ასეთი პიცა გემრიელი, ნოყიერი და, რაც მთავარია, სასარგებლო გამოვა, თუ დაბალკალორიულ ინგრედიენტებს გამოიყენებთ. კარტოფილის პიცას ნუტრიციოლოგებიც რეკომენდაციას უწევენ. შიგთავსად ნებისმიერი რამ გამოგადგებათ.
ინგრედიენტები:
- 2-3 კარტოფილი
- 2 კვერცხი
- 2 პომიდორი
- ძეხვი ან ლორი
- 2–3 ს/კ მცენარეული ზეთი
- ყველი გემოვნებით
- სანელებელი, მარილი, წიწაკა გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილის მომზადებით დაიწყეთ. გარეცხეთ, გათალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით, შემდეგ ქაღალდზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. ასევე შეგიძლიათ კარტოფილი მსხვილად გახეხოთ და გაწუროთ.
- კარტოფილი ერთ ფენად ტაფაზე მოათავსეთ და თავსახური დაახურეთ. მცენარეულ ზეთში10 წუთით სუსტ ცეცხლზე შეწვით.
- ძეხვი ან ლორი დაჭერით. ყველი სახეხზე გახეხეთ, მწვანილი წვრილად, ხოლო პომიდორი რგოლებად დაჭერით. მოცარელა, ჩედერი ან ნებისმიერი სხვა ყველი გამოიყენეთ. ყველიც გახეხეთ.
- კარტოფილის ფენას ათქვეფილი კვერცხის, მარილის, წიწაკის და სანელებლების ნარევი დაუმატეთ. ტაფას თავსახური დაახურეთ და 3 წუთით შეწვით.
- კარტოფილის და კვერცხის ბაზა მეორე მხარეს გადაატრიალეთ. ჯერ ძეხვის ფენა დაუმატეთ, შემდეგ პომიდორი, მწვანილი და ყველი მოაყარეთ. ზეთისხილი ან კონსერვის სიმინდი დაუმატეთ, თუ სურვილი გაქვთ. ტაფას თავსახური დაახურეთ და შეწვით, სანამ ყველი არ გადნება.
- პიცა კარტოფილის ბაზაზე მზადაა. გემრიელად მიირთვით.
ასე ძალიან ორიგინალური, გემრიელი და ნოყიერი კერძი გამოდის. რაც მთავარია, პიცის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ. ცომის მოზელა და ღუმელში გამოცხობა საჭირო არაა. ძეხვის ალტერნატივად მოხარშული ქათამი ან სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. სოკო წინასწარ უნდა შეწვათ. ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფაზე პიცის გადატრიალება მარტივია. სხვა შემთხვევაში, ფრთხილად იმოქმედეთ. გირჩევთ, რომ კარტოფილის პიცა მაგიდაზე ცხელი გაიტანოთ.