ორგანიზმში რიგი ცვლილებები შეიძლება იყოს ფილტვის სიმსივნის ნაადრევი ნიშნები, რომელიც ზოგჯერ დიაგნოზის დასმამდე 6 თვით ადრე ჩნდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail (დიდი ბრიტანეთი) წერს.
გამოცემის მონაცემებით, ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი, რომელიც პაციენტის ჩივილის შემდეგ გამოკვლევებით დგინდება, ხშირად ნიშნავს, რომ დაავადება ნაადრევ სტადიაზე არ გამოვლინდა. ონკოლოგიური დაავადების ნაადრევი ეტაპი თითქმის უსიმპტომო შეიძლება იყოს ან გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, რომლებიც ნაკლებად სახიფათო, რუტინული მიზეზებით შეიძლება აიხსნას.
ონკოლოგები ასახელებენ რიგ ნიშნებს, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში დიაგნოზის დასმამდე ვლინდება.
- სისხლის კვალი ნახველში;
- მუდმივი ან განმეორებითი ხველა;
- სუნთქვისას სტვენა ან ხიხინის ხმა;
- გადიდებული ლიმფური კვანძები;
- მადის დაქვეითება, წონის შემცირება;
- სახსრების, ძვლების ტკივილი;
- უმიზეზო ძლიერი დაღლილობა;
- ტკივილი გულმკერდსა და ზურგში;
- ჰაერის უკმარისობა, ქოშინის მოულოდნელი ეპიზოდები;
- თითების ბოლო ფალანგების გაფართოება.
ექსპერტები გირჩევენ, რომ ამ სიმპტომების გამოვლენისას ექიმთან ჩაეწეროთ და შესაძლო გამოკვლევაზე კონსულტანცია გაიაროთ.