ვარიკოზის და თრომბის მიზეზი შეიძლება ორი ვიტამინის დეფიციტი იყოს

1065

კვლევის მონაცემები ამბობს, რომ ორი ვიტამინის დეფიციტი ვენების ვარიკოზული გაფართოების და თრომბის განვითარების ალბათობას ზრდის.

ვარიკოზული ვენები ადვილი ამოსაცნობია. ესაა გაფართოებული სისხლძარღვები, რომელიც ხშირად ეპიდერმისის ზემოთ ამოდის. დადგენილია, რომ ქალების ზუსტად ნახევარში და კაცების მეოთხედში ვარიკოზი ასაკობრივი გარდაუვალი ფენომენია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ამა თუ იმ ხარისხით ვითარდება. ამავდროულად, ეს მდგომარეობა მხოლოდ სიბერეს არ უკავშირდება.

არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ადამიანის ორგანიზმში ორი ვიტამინის დეფიციტს უკავშირდებოდეს.

К ვიტამინი. როგორც კარგი ანტიკოაგულანტი, К ვიტამინი იმუნურ სისტემას თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილებაში ეხმარება, ვენებში სისხლის შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველყოფს. ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობა სისხლძარღვების კედლების ჯანსაღი მდგომარეობის და მისი ელასტიურობის შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც სისხლის გაზრდილი ნაკადის ზეწოლის დროს სისხლძარღვების ადეკვატურად გაფართოებას და შეკუმშვას  (მაგალითად, ფიზიკური აქტივობის დროს) ხელს უწყობს.

„К ვიტამინის დეფიციტი იწვევს ელასტინის კალციფიკაციას, რაც ქსოვილების, მათ შორის სისხლძარღვების ელასტიურობას და სიმკვრივეს ამცირებს. ამ ვიტამინის დეფიციტის შედეგი შეიძლება იყოს ორმაგი ნიკაპი, ბუასილი და ვარიკოზული ვენები“ – ნათქვამია ჟურნალში „British Medical“.

ექიმები გირჩევენ, რომ ვარიკოზული ვენები არ აგერიოთ ვარსკვლავებიან სისხლძარღვებთან, რომელიც მსხვილ ვენებში ანომალურად მაღალი წნევით შეიძლება იყოს გამოწვეული. К ვიტამინი ორივე მდგომარეობის მკურნალობაში დაგეხმარებათ. პროდუქტებში ამ ნივთიერების მთავარი წყაროა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული – კომბოსტო, ისპანახი, მანგოლდი.

D ვიტამინი. ამ ვიტამინის დეფიციტმაც შეიძლება ვარიკოზის და თრომბის განვითარება გამოიწვიოს. მეცნიერება ამბობს, რომ D ვიტამინი არტერიებს და სისხლძარღვებს ეხმარება საკმარისად თავისუფალი და მოდუნებული იყოს, რომ უხვმა სისხლის ნაკადმა იმოძრაოს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე და არტერიული წნევა არ გაიზარდოს. როცა ორგანიზმი D ვიტამინის დეფიციტით იტანჯება, სისხლძარღვებიც ზიანდება.

„D ვიტამინის დეფიციტი ქვედა კიდურებში ღრმა ვენების თრომბის რისკს უკავშირდება. როგორც წესი, ასეთი თრომბი წვივის, ბარძაყის ან მენჯის ვენებში ღრმად შიგნით ფორმირდება და სასიკვდილოდ სახიფათო შეიძლება იყოს, თუ თრომბი მოწყდება და ფილტვებში გადავა“ – ნათქვამია ზოგადი მედიცინის საერთაშორისო ჟურნალში (International Journal of General Medicin).

ამ ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია დეპრესია, ჭრილობის ნელი შეხორცება, ხშირი მოტეხილობა, ძვლების და სახსრების ტკივილი (ხშირად წელის არეში). პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს შეიცავს: ცხიმიანი თევზი, წითელი ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული, ცხიმიანი რძის პროდუქტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს