ახლახანს მიღებულმა დაზიანებამ, ქრონიკულმა ანთებამ და ართრიტმა შეიძლება სახსრების ტკივილი გამოიწვიოს. დაავადებას მუდმივი კონტროლი სჭირდება. სიმპტომების გართულება არ უნდა დაუშვათ. ექიმმა მიამბო, რომ ზოგიერთი საკვები მდგომარეობის შემსუბუქებას ხელს უწყობს. Vivien გაგიმხელთ, რომელ პროდუქტებზეა საუბარი.
სახსრების გაძლიერება კვებით – იმისთვის, რომ სახსრები გააძლიეროთ და სიმპტომები შეამსუბუქოთ, რაციონი კალციუმით, სელენით და გოგირდით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ. რომელი პროდუქტებია ამ ელემენტებით მდიდარი?
კალციუმით მდიდარი პროდუქტები – კალციუმი ძვლების და სახსრების ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს. ადამიანი ბავშვობაში ბევრ რძეს და რძის პროდუქტს მიირთმევს, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მათი მიღება მცირდება. ორგანიზმი დეფიციტის შემთხვევაში კალციუმს ძვლოვანი ქსოვილებიდან იღებს. მარაგის შესავსებად რაციონში ჩართეთ თევზი და რძემჟავა პროდუქტები, როგორიცაა ხაჭო, კეფირი და იოგურტი. ხმელი ყველი ბევრ კალციუმს შეიცავს, 100 გრამ ხმელ ყველში თითქმის 1000 მგ კალციუმია. 100 გ სეზამში – 780 მგ, 100 გ ნუში – 250 მგ, 100 გ თხილი – 225 მგ.
სელენით მდიდარი პროდუქტები – სელენი სახსრებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს და მყესების აუცილებელი მოქნილობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. სელენით მდიდარია პარკოსანი, თესლი, კაკალი, ნიორი, კვერცხი, ქათამი, ინდაური, ძროხის ღვიძლი და სოკო.
გოგირდით მდიდარი პროდუქტები – გოგირდი სახსრების და მყესების მოქნილობაზე ახდენს გავლენას. პირდაპირ მის ახალგაზრდობაზე აგებს პასუხს. გოგირდი ქონდროიტინისა და გლუკოზამინის წარმოებაში მონაწილეობს. ესენი ხრტილების ქსოვილებია, რომლებიც უმტკივნეულო და თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფენ. მნიშვნელოვანია ბევრი გოგირდი მიირთვათ, თუ სახსრების დაავადება, ართრიტი გაწუხებთ ან პრევენცია გსურთ. გოგირდით მდიდარია კვერცხი, თევზი, ხორცი, რძემჟავა პროდუქტები, პარკოსანი, ფრინველის და ცხოველის ხორცი.
რაციონი ამ პროდუქტებით გაამდიდრეთ, რომ სახსრები გააძლიეროთ და დაავადებებს თავი აარიდოთ. ასე უსიამოვნო სიმპტომები დიდხანს არ შეგაწუხებთ.