დაკონსერვებული ლობიო ბოსტნეულთან ერთად ბორშის საკაზმად და არა მხოლოდ. ოჯახი გიჟდება

469

დღეს Vivien გასწავლით, როგორ მოხუფოთ ლობიო ბოსტნეულთან ერთად, რომ ზამთარში წვნიანებში, მაგალითად, ბორშში გამოიყენოთ. ასეთი კონსერვები ზაფხულში უნდა მოიმარაგოთ, რომ ზამთარში გემრიელი კერძები გააკეთოთ. წლების მიერ გამოცდილი რეცეპტია!

ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 3 ჭიქა ლობიო
  • 1 კგ სტაფილო
  • 300 გ შაქარი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 კგ წითელი წიწაკა
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 70 მლ ძმარი (9%)

მომზადების წესი:

  1. ლობიო გარეცხეთ, მარილიან წყალში თითქმის მომზადებამდე მოხარშეთ.
  2. ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ. წიწაკას ყუნწები და თესლები მოაშორეთ, შემდეგ ზოლებად დაჭერით. გირჩევთ, წითელი წიწაკა გამოიყენოთ, რადგან უფრო ხორციანი და ტკბილია. სტაფილო საშუალო სახეხზე გახეხეთ.
  3. პომიდორი გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
  4. ყველა ბოსტნეული დიდ ქვაბში მოათავსეთ და ქურაზე დადგით. მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ნახევარი საათით ხარშეთ.
  5. ძმარი მომზადებამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ.
  6. მზა ნარევი სტერილურ ქილებში გაანაწილეთ. საბანში გაახვიეთ და გრილ ადგილას სიბნელეში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით.

ასეთი კონსერვი სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ბორშის, სალათის, წვნიანის და ცხელი კერძებისთვის. ასეთი საკაზმი მოიმარაგეთ და არ ინანებთ!