2022 წლის ზაფხულის მზებუდობა: რატომ არის განსაკუთრებული, როგორ გაატაროთ თქვენი და თქვენი ოჯახის სასარგებლოდ

585

2022 წელს ზაფხულის მზებუდობა, წლის ოთხიდან ერთ–ერთი ყველაზე ენერგიული პერიოდი, 21 ივნისსაა. ამ დღის ძლიერი ენერგეტიკა ყველაფერზე დიდ გავლენას ახდენს და ყველა ჩაფიქრებული სურვილი ასრულების თვისებას ფლობს. Vivien გიამბობთ, როგორ გაატაროთ ზაფხულის მზებუდობა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.21 ივნისს ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა. ამ დროს მზე დღის მონაკვეთს ნელა გადის. 21 ივნისიდან დღე იკლებს, ხოლო ღამე გრძელდება. ყველაზე გრძელი დღე 17 საათი 39 წუთი გაგრძელდება, რაც, მაგალითად, 30 ივნისთან შედარებით 5 წუთით ნაკლებია.

ადრე მზის და მისი ციკლის კულტი გავრცელებული იყო. მზებუდობის აღსანიშნავად კოცონი ინთებოდა, წინაპრებს პატივსცემდნენ და გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ. თვლიდნენ, რომ მზებუდობას წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, ამიტომ ქალები დილის ნამით იბანდნენ.პროექტის და მნიშვნელოვანი პროცესის ბიძგისთვის კარგი დღეა. დილით ადრე ადექით, მზეს მიესალმეთ, კარგი განწყობით დაიმუხტეთ და სხვებსაც ეს ემოცია გადაეცით. კარგია მედიტაცია და სხვა მსგავსი პრაქტიკა. სტარტის აღების დროა! ამ დღის ძლიერ ენერგიას 19-23 ივნისის პერიოდში იგრძნობთ. ეს ენერგია გამოიყენეთ შემოქმედებაში, რაიმეს შექმნაში, გეგმებსა და სურვილებში, რომ დამანგრეველი გავლენა არ მოახდინოს.

ზაფხულის მზებუდობა: რა არ უნდა გააკეთოთ – კამათი, ჩხუბი და ნეგატიურ ემოციებზე არ ყოლა არ ღირს. ყველაფერი ცუდი მოიშორეთ და მხოლოდ სასიამოვნო ემოციები შეიგრძენით. ბუნებაში ყოფნის შემდეგ ნაგავი არ დატოვოთ. ყველაფერი დაალაგეთ. ახალი პროექტები არ დაიწყოთ, მხოლოდ დაგეგმეთ. მსხვილი რამ არ შეიძინოთ. საბედისწერო გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ეს დღე მარტომ არ გაატაროთ. ალკოჰოლური სასმელების მიღება და მარხვის დაცვა გამორიცხეთ.

კარგი საქმეები – 21 ივნისს სახლში ფანჯრები გააღეთ, რომ მზის სხივებმა ოთახები გაანათოს და დადებითი ენერგიით აავსოს. სანთელი და კოცონი დაანთეთ, მედიტაციით დაკავდით, ილოცეთ, სხვების მიმართ მადლიერება გამოხატეთ. სურვილები ჩაიფიქრეთ, მიზნები, ასევე ოცნებები ჩამოწერეთ. ისე დაწერეთ, თითქოს უკვე ახდა. ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ, ჩაისთვის მცენარეები შეაგროვეთ. გაჭირვებულებს დაეხმარეთ. სხვების გამასპინძლება და რაიმეს გაჩუქება კარგია. ყველაფერი უკან გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. სახლი დაალაგეთ. აბაზანა გაცნობიერებულად მიიღეთ. ყველაფერი ძველი, მათ შორის წყენა, გაუშვით. ჩამოწერეთ ცუდი და დაწვით. თქვენს ყველა შეურაცხმყოფელს აპატიეთ და მადლობა გადაუხადეთ იმ გაკვეთილისთვის, რომელიც გასწავლეს.

ამ დღეს შემოქმედებით, ხელსაქმით დაკავდით. გულიანად იცეკვეთ და იმღერეთ. სახლიდან გასვლისას ნარინჯისფერი ან ყვითელი (მზის ფერები) ჩაიცვით, რომ წარმატება მოიზიდოთ. დილით ფანჯრის რაფაზე ჩაი ან წყალი დალიეთ, შემდეგ, როცა მზის სხივებით დაიმუხტება, დალიეთ. ეზოთერიკოსები გირჩევენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კარგ საქმეებს 10-15 წუთი მაინც დაუთმოთ, რომ ცხოვრებაში კარგი ცვლილებები გამოიწვიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს