რჩევები, როგორ გაყინოთ ალუბალი სწორად, რომ გემო და არომატი შეინარჩუნოთ

1220

გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, ვისაც ზაფხულში არომატული ალუბლით პირის ჩატკბარუნება არ უყვარს. რამდენი კენკრაც არ უნდა მიირთვათ, საკმარისი მაინც არაა. სწორედ ამიტომ, საწყენია, როცა კენკრის მირთმევა მხოლოდ ზაფხულში შეგვიძლია. თუ ამ სასიხარულო წამის გაგრძელება გსურთ, Vivien გიამბობთ, როგორ გაყინოთ ალუბალი სწორად, რომ კენკრა მთელი წელი მიირთვათ. ამის გაკეთება 4 მეთოდით შეიძლება. შესაფერისი ვარიანტი აირჩიეთ და გახსოვდეთ, რომ ალუბლის მომზადება აუცილებელია. გაყინვამდე კენკრა კარგად გარეცხეთ და გადაარჩიეთ. საყინულეში მხოლოდ მწიფე და დაუზიანებელი კენკრა უნდა შეინახოთ. შემდეგ ქაღალდის პირსახოცით კარგად გაამშრალეთ.

როგორ გავყინოთ ალუბალი სხვადასხვა მეთოდით

  1. კურკიანად – კენკრის მომზადების შემდეგ მთავარ პროცესზე გადადით. პირველ რიგში, ალუბალი დიდ ფორმაზე მოათავსეთ და 2 საათით საყინულეში შეინახეთ. მნიშვნელოვანია, რომ კენკრა ერთმანეთს არ ეხებოდეს. როცა გაიყინება, პარკებში ჩააწყვეთ და კვლავ საყინულეში შეინახეთ.
  2. უკურკოდ – პირველი მეთოდის მსგავსია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ კენკრას კურკები უნდა მოაშოროთ. ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ. პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, რომ ალუბალი პიურედ არ აქციოთ და კურკები არ შეგყვეთ. ამ მეთოდით გაყინული კენკრა სხვადასხვა დესერტის შიგთავსად იდეალურია.
  3. საკუთარ წვენში – მე-3 მეთოდის გამოსაყენებლად კურკების მოშორება აუცილებელია. 1/3 კენკრა დააბლენდერეთ ისე, რომ პიურე მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში და თუ კენკრას სიტკბო აკლია, ცოტა შაქარი დაუმატეთ. ახლა მთელი კენკრები კონტეინერებში ჩააწყვეთ და პიურე დაასხით. საყინულეში გაყინეთ. მზა პროდუქტი ბლინების და ოლადების კენკრის სოუსის მოსამზადებლად შესაფერისია.
  4. შაქრით – ეს მეთოდი შაქრის გამოყენებას გულისხმობს. პირველ რიგში, კენკრას კურკები მოაშორეთ. ახლა კონტეინერში ფენებად დააწყვეთ, კენკრის ფენებს შორის შაქარი მოაყარეთ. 200 გ კენკრაზე 1 კგ შაქარი გამოიყენეთ. კონტეინერი საყინულეში შეინახეთ და საჭიროებისამებრ გამოიღეთ.

ხვეულები ალუბლით – უკურკოდ შენახული კენკრა ბევრი დესერტის (ღვეზელი, ტორტი, კექსი) შიგთავსად იდეალურია. გაყინული ალუბლით ცივ ზამთარშიც გემრიელ ტკბილეულს მოამზადებთ. გემრიელი ხვეულების რეცეპტი შეინახეთ. ასეთი ტკბილეულის გემო ნამდვილად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები:

  • 150 გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 150 გ შაქარი
  • 75 გ კარაქი
  • 5 გ მშრალი საფუარი
  • 200 გ გაყინული ალუბალი
  • 1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. 15%–იანი არაჟანი, 1 კვერცხი და შაქარი აურიეთ. კარგად ათქვიფეთ. გამდნარი კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.
  2. საფუარი ცოტა თბილ წყალში გააზავეთ და ცომს დაასხით.
  3. თანდათან ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ. პარკში გაახვიეთ და 60 წუთით ცივ ადგილას გაიტანეთ.
  4. ცომი თანაბარ ნაწილებად დაყავით. მრგვალ ფირფიტებად გააბრტყელეთ. თითოეული რგოლი სამკუთხედებად დაჭერით. ფართო მხარეს ალუბალი დააწყვეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ცოტა შაქარი მოაყარეთ და დაახვიეთ. კიდეებს ოდნავ დააჭირეთ.
  5. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ცომს ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!

სანამ შესაძლებლობა გაქვთ, კენკრის სეზონით დატკბით. თქვენს ორგანიზმში ვიტამინების დონე შეავსეთ. ასევე ალუბალი გაყინეთ, რომ გემრიელი კენკრით მთელი წელი ისიამოვნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს