5 ნიშანი, რომლითაც მფარველი ანგელოზი გაფრთხილებთ

1745

რთულ პერიოდში უმაღლესი ძალის მფარველობაზე უარს არავინ იტყვის. უფროსი თაობის ხალხმა, განსაკუთრებით მორწმუნეებმა, იცის, ღვთიური მხარდაჭერა უხილავია, მაგრამ ამოცნობა მაინც შესაძლებელია. ამისთვის მფარველი ანგელოზის ნიშნების ცნობა უნდა ისწავლოთ. მაგალითად, ბებია ყოველთვის ატარებს სამაჯურს გამჭვირვალე ქვებით და ვერცხლის ჯვრით. როცა მას მზის სხივი ეცემა, სინათლის თამაში ჩნდება. ასეთ მომენტებში ბებია ხარობს, რომ ანგელოზმა ყურადღება მიაქცია. ასევე ამბობს, რომ სამაჯური ამისთვის აუცილებელი არაა.

მფარველი ანგელოზის ნიშნები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

სინამდვილეში, ნიშნები, რომელთაც მფარველი ანგელოზები გასაფრთხილებლად, მხარდასაჭერად ან დასაცავად გვიგზავნიან, საკმაოდ მარტივი და თვალსაჩინოა. მთავარია, რომ გარემოს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. მაგალითად, თუ ფეხებთან ბუმბულს იპოვით, აუცილებლად აიღეთ. ასე ანგელოზი გამხნევებთ, მხარდაჭერას გთავაზობთ.

არა მხოლოდ ბუმბული, არამედ ფრინველიც მაღალი ძალების მფარველობაზე მიგანიშნებთ. ადრე სჯეროდათ, რომ მფარველი ანგელოზი აგზავნის ქორს, როგორც ნიშანს, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობთ. ფრინველი ინტუიციის სიმბოლოა. თუ თავზემოთ ან ხის ტოტებზე ბუმბულიანი მტაცებელი შეამჩნიეთ, იცოდეთ, რომ უმაღლესი ძალები თქვენს მხარესაა, სწორ გზაზე ხართ!

გქონიათ შემთხვევა, როცა მთელი დღე გარკვეული ციფრი გსდევდათ? მას ხედავთ გარე რეკლამაზე, ტანსაცმელსა და მანქანის ნომრებზე. ესეც ერთგვარი ნიშანია. მაგალითად, თუ მუდმივად რიცხვ 11–ს ხედავთ, გამოდის, მფარველი ანგელოზი ილუზიისგან თქვენს გამოფხიზლებას ცდილობს. დროა გონს მოხვიდეთ და საღად იაზროვნოთ.

როგორც წესი, ყურებში შუილი რაღაც სახიფათოს, უსიამოვნოს მომასწავებელი ნიშანია. აი, მორწმუნე ხალხმა იცის, რომ ამრიგად ანგელოზი თქვენთან დაკავშირებას ცდილობს. ყურებში შუილი ღვთაებრივი მხარდაჭერის ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტში თქვენი გადაწყვეტილება და ქცევა სწორია და მაღალი ძალების მიერ მოწონებული.

რა თქმა უნდა, მფარველი ანგელოზის ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები სამუშაო დღის ქაოსში ადვილად შეიძლება დაიკარგოს. და მაინც, მზის წნულის მიდამოში ენერგიის მოზღვავებას ვერ უგულებელყოფთ. ასეთ შემთხვევაში ამბობენ: გული მიგრძნობს. გულისრევის, დაძაბულობის ან მსუბუქი დისკომფორტის სახით ანგელოზი საფრთხეზე გაფრთხილებთ. ფხიზლად იყავით.