შარვალმა, რომლიც ადრე მხოლოდ მამაკაცების ტანისამოსის ნაწილად ითვლებოდა, დიდი ხანია ქალების გული დაიპყრო თავისი კომფორტულობის და უნივერსალურობის წყალობით. თუ მათ სწორად შეარჩევთ, ისინი თქვენ ქალურობას არ წაგართმევთ, პირიქით მას ხაზს გაუსვამს. შარვლის არჩევის დროს, არა მხოლოდ მოდურ ტენდენციებს, არამედ თქვენი სხეულის ფორმას მიაქციეთ ყურადღება.
დღეს გიზიარებთ სტილისტების რჩევას შარვლის არჩევასთან დაკავშირებით. გარდერობის ამ მნიშვნელოვანია ელემენტის შეძენის წინ ზოგადი რჩევები შეისწავლეთ, ასევე თქვენი სხეულის ფორმები განსაზღვრეთ.
ზოგადი რეკომენდაცია
შარვალი ტანზე კარგად უნდა გქონდეთ, სამუხლეებს არ უნდა იკეთებდეს. ასევე საზარდულთან და უკან ნაკეცები არ უნდა ჰქონდეს. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენთვის კომფორტულია გადაადგილება, დაჯდომა, დაღუნვა ამ შარვლის ტარების დროს.
თუ შარვალს უკან ჯიბეები აქვს, ისინი დუნდულების ყველაზე ზემო ნაწილში უნდა იყოს. ეს დუნდულების სილამაზეს ხაზს გაუსვამს.
თუ ქვედა საცვალი შანს ან შარვალი საზარდულთან იკეცება, თქვენ ეს ზომა პატარა გაქვთ, ეცადეთ თეძოებზე ქსოვილის უნდა გაწელვას. თუ ვერ ახერხებთ, ეს შარვალი ზედმეტად გიჭერთ.
გაითვალისწინეთ, როგორ ფეხსაცმელთან აპირებთ მის ჩაცმას. ოქროს წესი კლასიკური შარვლისთვის: სიგრძე ქუსლის შუა სიგრძემდე უნდა იყოს, ხოლო უქუსლო ფეხსაცმლისთვის შარვლის სიგრძე იატაკიდან 1-2-სმ-ით მაღლა უნდა იყოს. კიდევ ერთი წესი: რაც უფრო ფართოა შარვლის ტოტები, მით უფრო გრძელი უნდა იყოს. ანუ შლაქსი და პალაცოს ფორმის შარვალი ფეხსაცმელს ბოლომდე უნდა ფარავდეს. აი ვიწრო ტოტის მქონე შარვლები ძალიან გრძელი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება მოკლე შარვალს, აქ ყველასთვის იდეალურია – შარვალი 7/8 სიგრძის (1/8-ით მოკლე სტანდარტულ სიგრძეზე, რომელიც კოჭთან მთავრდება). მართალია, ასე ვიზუალურად სიმაღლე მცირდება, ამიტომ დაბალ გოგოებმა უმჯობესია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვან ან სხვა სტილის შარვალი შეარჩიონ).
თუ თქვენ მსხვილი ფეხები გაქვთ, მოტკეცილი მოკლე შარვლები არ აირჩიოთ, რომელიც სრულდება წვივთან მთავრდება, მაგ., ბრიჯი ან კაპრი. უმჯობესია დღეს პოპულარული მუხლამდე სიგრძის შარვალი, რომელიც თავისუფალი ბოლოების წყალობით ნაკლს ფარავს.
არსებობს ძალიან ეშმაკური სახეობის შარვლები. მაგ., ბანანის ტიპის შარვალი, რომელიც მხოლოდ მაღალ და გამხდარ გოგოებს უხდებათ. ხავერდის, ველვეტის, შალის შარვალი ვიზუალურად ასუქებს, ამიტომ ასე მხოლოდ განწყობას გაიფუჭებთ. მოჭერილი შარვლები და ელასტიკეი ფეხის კონტურს ბოლომდე გამოკვეთავენ, მათში ყველა ნაკლი ჩანს. სხვათა შორის ელასტიკები უნდა ჩაიცვათ ზედა ტანსაცმელთან, რომელიც გამყოფ ხაზს ბოლომდე ფარავს, რომ ვიზუალურად ფორმის პროპორცია არ დავარღვიოთ.
ოფისისთვის კლასიკური შარვლის არჩევის დროს აირჩიეთ ფერები, რომლებიც მოდიდან არ გადადის: შავი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, კანისფერის, შინდისფერი. რაც უფრო მეტია თქვენი წონა, მით უფრო სქელი და მუქი უნდა იყოს კლასიკური შარვლის ქსოვილი.
ახლა კი დროა, შარვლები სხეულის ფორმის მიხედვით შევარჩიოთ.
“ვაშლი”
ამ ფორმას მძიმე ზედა ნაწილი ახასიათებს: დიდი მკერდი და მსხვილი წელი, მაგრამ ფეხები ამასთან მოხდენილია. შარვლის ამოცანა ამ შემთხვევაში არის – მუცლის დაფარვა და ვიზუალურად სილუეტის დათხელება.
რა მოგიხდებათ: კლასიკური სწორი შარვალი, მსუბუქი ქსოვილის ფართო ტოტების სტილის შარვალი, ოდნავ დამოკლებული სიგრძე (უმჯობესია ჩაიცვათ ქუსლებთან). ისრები და მუქი ზოლები ვიზუალურად ათხელებს სხეულს. უმჯობესია მაღალი ან საშუალო წელის შარვლები შეარჩიოთ. უმჯობესია თუ ელასტიური წელის მქონე შარვალს მიაქცევთ ყურადღებას, რომ მუცელი დამალოთ. შარვლის ზემოთ შეგიძლიათ გადმოშვებული პერანგი ჩაიცვათ, რომ წელზე ნაკეცები დამალოთ,“ – შეგვახსენებს მერი ლუ ანდრე, მასაჩუსეტის სტილისტი.
რას უნდა მოერიდოთ. ძალიან ვიწრო სტილის შარვლებს, დაბალწელიან შარვლებს. თუ დაბალი სიმაღლის ხართ, შარვლის ქვემოთ ბევრ ფენას მოერიდეთ: ისინი ფეხებს ვიზუალურად ამცირებენ“ – გვირჩევს ვენდი ჰირშბერგ კლერმანი, ნიუ-იორკის სტილისტი.
“მსხალი”
სხეულის ტიპი დიდი თეძოებით, გამოხატული წელით და ვიწრო მხრებით. ისეთი შარვალი დაგჭირდებათ, რომლებიც მძიმე დუნდულებზე ყურადღებას არ გაამახვილებს.
რა მოგიხდებათ: კლასიკური სწორი სტილის შარვალი, ასევე შლაქსი შარვალი მოგიხდებათ. საშუალო წელიანი შარვალი აირჩიეთ, რომელიც ყურადღებას წელს გაამახვილებს. როგორც „ვაშლის“ შემთხვევაში ისრებს და ხაზებს „დიახ“ უთხარით. ზედა ტანსაცმლის შერჩევის დრო გაითვალისწინეთ, რომ ის ან თეძოების ზემოდან უნდა მთავრდებოდეს, ან მას ბოლომდე უნდა ფარავდეს. ქუსლიანი ფეხსაცმელი არ დაგავიწყდეთ – გვირჩევს ნიუ-იორკელი სტილისტი, კიმ ნაკი.
რას უნდა მოერიდოთ: ძალიან ვიწრო შარვალს: ისინი ძალიან ფართო თეძოებს მხოლოდ ხაზს გაუსვამს. როგორც ვარიანტი ჩექმებში ჩატანებული ან უხეშ ბოთებთან ჩაიცვით, რომ პროპორცია გააწონასწოროთ. ყველა ელემენტზე, რომელიც თეძოებს ზედმეტ მოცულობას ანიჭებთ, უარი თქვით. ასეთი ელემენტია – ნაკეცები უკან, თეძოზე ჯიბეები, ნაკეცები და სხვა სახის მორთულობა. გალიფის და კარგო სტილის შარვლები ასევე თქვენთვის არაა.
„გადმობრუნებული სამკუთხედი“
ეს სხეულის აგებულება „მსხლის“ საპირისპიროა. ვიწრო თეძოები და მსხვილი მხრები, ბიჭის ტიპის სხეული. აირჩიეთ შარვალი, რომელიც თეძოების მოცულობას და სხეულის ქვედა ნაწილს ზრდის.
რა მოგიხდებათ: ყველაფერი რაც „მსხალს“ არ უხდება – თქვენია. ვიზუალურად თეძოების გაფართოებაში დაგეხმარებათ დაბალწელიანი, „ბანანის“ სტილის, ჩინოსის, გალიფის, დეკორის ან მრგვალი ჯიბეების მქონე შარვლები. ასევე შეგიძლიათ ტომრის სტილის შარვლები ჩაიცვათ. ღია ფერის და ყვავილებიანი პრინტის შარვლებიც მოგიხდებათ – დარწმუნებულია მოდის ბლოგერი აიშვარია ჩავანი.
რას უნდა მოერიდოთ. მჭიდრო შარვლებს, განსაკუთრებით მუქი ფერის შარვლებს: ღია ფერის პერანგთან კომბინაციაში ასეთი შარვალი თქვენს ქვედა ნაწილს კიდევ უფრო ვიწროს გახდის.
„მართკუთხედი“
ეს სწორი ფიგურა, მხრების სიგანე თითქმის თეძოების მსგავსია, ხოლო წელი ოდნავ გამოკვეთილია. ასეთი სხეულის ფორმის მქონე ადამიანები ხშირად მაღალი სიმაღლის არიან და გრძელი ფეხები აქვთ. მათ შეუძლიათ საკუთარ თავს ხავერდის, ველვეტის ან მსგავსი ქსოვილის შარვლის ჩაცმის უფლება მისცეს, რომელიც მოცულობას ვიზუალურად გაადიდებს.
რა მოგიხდებათ: შეარჩიეთ მჭიდრო შარვლები, მაღალი წელით და წელზე გაფორმებებით. ეძებეთ ისეთი შარვალი, რომელიც თქვენს ფორმებს გამოკვეთავს, მათ უფრო მრგვალს გახდის. დუნდულების დაფარვას უკანა ჯიბეებით შეძლებთ. „ვიწრო სტილის შარვალი თქვენს სხეულს კარგად გამოკვეთავს“ – ამბობს ცნობილი სტილისტი დაუნ დენ რუსო.
რას უნდა მოერიდოთ. მთელ სიგრძეზე სწორ შარვალს, ასევე ტომარა და ბიჭის სტილის შარვალს. ასეთი შარვლები თქვენ ფორმას კვადრატულს გახდის. ძალიან მაღალი წელი ვერტიკალურ ხაზს გაზრდის და წელის არ არსებობას ხაზს გაუსვამს. „თუ მაღალი სიმაღლის ხართ მოკლე კაპრის სტილის შარვალთან ფრთხილად იყავით, რადგან ის დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ ეს შარვალი პატარა გაქვთ“ – შეგვახსენებს მერი ლუ ანდრე.
„ქვიშის საათი“
ასეთი ფიგურა ახლა მიმზიდველად ითვლება, რადგან მკერდი და თეძო წვრილ წელთან ერთად ძალიან მიმზიდველია.
რა მოგიხდებათ. ამ შემთხვევაში თითქმის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, შეგიძლიათ ნებისმიერი სტილის შარვალი შეარჩიოთ: კლასიკურით დაწყებული ექსტრავაგანტულით დამთავრებული. მთავარია – შარვლის არჩევის ზოგადი რჩევების გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ.
რას უნდა მოერიდოთ. მიუხედავად იმისა, რომ შარვლების თითქმის ყველა მოდელი გიხდებათ, ინდივიდუალური პარამეტრები: სიმაღლე, წონა, სხეულის სტრუქტურა უნდა გაითვალისწინოთ. თუ თეძოები ძალიან მსხვილი გაქვთ, უარი თქვით იმაზეც, რაც „მსხალს“ არ შეესაბამება. თუ დაბალი სიმაღლის ხართ, შეარჩიეთ მოდელები, რომელიც ფეხის სიგრძეს ვიზუალურად ზრდის (შარვალზე ისრები, მაღალი ან საშუალო წელის შარვალი და თხელი ვერტიკალური ზოლები).
თქვენ რომელი მოდელის შარვლები გიყვართ?