რჩევები, როგორ შეარჩიოთ ტკბილი გარგარი ბაზარში და ფული ტყუილად არ დახარჯოთ

988

ზაფხულში ბაზარში წასვლა ყოველთვის კილოგრამი ახალი ხილის და ბოსტნეულის ყიდვით მთავრდება. არომატულ, ვიტამინების ბომბას გვერდს ვერ ჩაუვლით. იმის მიუხედავად, რომ ხილის გარეგნობა შეიძლება მიმზიდველი იყოს, სახლში ზოგიერთი მყიდველი იმედგაცრუებული რჩება. კარგი შეფუთვა კარგი გემოს გარანტიას არ იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ მწიფე ნაყოფის მკვახისგან გარჩევა იცოდეთ. Vivien გარგარის მაგალითზე რამდენიმე ხრიკს გიზიარებთ. ასე უხარისხო პროდუქტში ზედმეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. როგორ შევარჩიოთ გარგარი და არ ვინანოთ შენაძენი?ტკბილი მწიფე ხილის ყიდვა შესრულებადი მისიაა. მნიშვნელოვანია, რომ გარგარის გარეგნობას სათანადო ყურადღება მიაქციოთ. ასე მიხვდებით, იყიდოთ ხილი ამ გამყიდველთან, თუ სხვაგან მოძებნოთ.

როგორ შევარჩიოთ გარგარი

  • ლაქები. მნიშვნელოვანია, რომ გარგარს გლუვი, ლამაზი ფერი ჰქონდეს. ხილის ქერქზე მხოლოდ წითელი ლაქებია დაშვებული, რადგან ეს ერთ–ერთი ჯიშის თავისებურებაა. ყავისფერი ლაქები არასწორ შენახვაზე მიუთითებს. ასეთი ფერის ლაქები შეიძლება პროდუქტის ლპობის ნიშანიც იყოს.
  • სიმკვრივე. გარგარზე ჩაღრმავებები არ უნდა იყოს. ქერქზე დაჭერისას ხილი არ უნდა დეფორმირდეს. ეს ხარისხის მაჩვენებელია. ძალიან მაგარი ან რბილი გარგარი სჯობს არ შეიძინოთ.
  • ნაკლოვანებები. ხილის სიგლუვეს ყურადღება მიაქციეთ. თუ ბზარები, ნაოჭები ჩანს, ასეთი ხილი არ იყიდოთ. ეს ნიშნები გარგარის უყურადღებო და დიდხანს შენახვაზე მიგანიშნებთ.
  • არომატი. უდავოდ, ხილის სუნიც უნდა შეამოწმოთ. როცა გარგარის ტკბილ სასიამოვნო არომატს გრძნობთ, იცოდეთ, რომ უკვე მწიფეა. თუ სუნი ახლოსაც არ იგრძნობა, სავარაუდოდ, ჯერ მოუმწიფებელია.

გარგარის პეროგის რეცეპტი – თუ არ გაგიმართლათ და მკვახე გარგარი შეიძინეთ, სწორად იმოქმედეთ. ფანჯრის რაფაზე დაწყობა უკანასკნელი ვარიანტია. გირჩევთ, გარგარის პეროგი გამოაცხოთ, რომლიც გემოც ყველას მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • 230 გ ხორბლის ფქვილი
  • 400 გ გარგარი
  • 220 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადების მეთოდი:

  1. გარგარი კარგად გარეცხეთ. გაამშრალეთ, შუაზე გაჭერით და კურკები მოაშორეთ.
  2. რბილი კარაქი 200 გ შაქართან ერთად ათქვიფეთ. კვერცხი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. თანდათან გაცრილი ხორბლის ფქვილი გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.
  4. 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, კარაქი წაუსვით და ოდნავ ფქვილი მოაყარეთ. ცომი ჩაასხით და გაასწორეთ.
  5. ზემოდან გარგარის ნაჭრები დააწყვეთ და დარჩენილი შაქარი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.

აი, ასეთი გარეგნული ნიშნებით შეგიძლიათ გაიგოთ, თქვენს წინაშე მწიფე ხილია თუ არა. გასინჯვაც საჭირო არაა. თვალით განსაზღვრეთ, გარგარი მწიფეა თუ არა, შეიძინეთ და ახლობლები ახალი ხილით და გემრიელი ცომეულით გაახარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს