ბუბნოვსკის ვარჯიშები გამობერილი მუცლის მოსაშორებლად

854

ზამთრის დღესასწაულების შემდეგ მთელ გაზაფხულს სხეულის ფორმების აღდგენას ვუთმობ. წელს გეგმები შეიცვალა. თეძოები ჩამოწეული მაქვს, ფეხები შეშუპებული, წელიც არ მახარებს. მუცლის მოსაშორებლად ექიმი ბუბნოვსკის ვარჯიშების შესრულება გადავწყვიტე. დღეს ორ ყველაზე ეფექტურ ვარჯიშს გიზიარებთ. ადრე მჯეროდა, რომ პრესის ვარჯიშებით გამობერილი მუცლის მოშორებას შევძლებდი. როგორ ვცდებოდი. ახლა შვილის ბურთს ვიღებ და ყოველ საღამოს ოთახში ნახევარი საათით ვიკეტები. სხეულის ფორმების აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება!

2 ვარჯიში მუცლის მოსაშორებლად

  • ვარჯიში №1. ზურგზე დაწექით, ხელები მუცელზე დაიდეთ და ფეხები ოდნავ მოხარეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს. ჩასუნთქვაზე მუცელი მაქსიმალურად შეწიეთ. ვარჯიში დილა–საღამოს 50-100-ჯერ შეასრულეთ (20-ით დაიწყეთ). თუ გრძნობთ, რომ ვარჯიშს ადვილად ასრულებთ, მუცელზე გირი დაიდეთ. მაგალითად, 12-16 კგ გირი.
  • ვარჯიში №2. კალათბურთის ბურთზე მუცლით დაწექით და მასზე მარცხნივ–მარჯვნივ, ზემოთ–ქვემოთ იმოძრავეთ. თავიდან ასეთი მასაჟი მტკივნეული იქნება, მაგრამ მოგვიანებით კუნთები მიეჩვევა. მოგვიანებით მოძრაობის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ. თუ მძაფრ ტკივილს გრძნობთ, ვარჯიში შეწყვიტეთ.

ასეთი ვარჯიშები როგორც პრესის კუნთებისთვის, ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტისთვის სასარგებლოა. ექიმი ბუბნოვსკი გირჩევთ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე 1 ჭიქა წყალი ან მწვანე ჩაი დალიოთ, რომ ნაწლავების მუშაობა გააქტიუროთ. მუცლის მოსაშორებლად მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არაა. კვებას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. რაციონიდან გამორიცხეთ მავნე პროდუქტები, მეტი წყალი დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს