ტერფების და ქვედა კიდურების შეშუპება ჩვეული საზაფხულო პრობლემაა, მაგრამ მის მიღმა ყოველთვის სიცხეზე ორგანიზმის რეაქცია იმალება? ქირურგი ევგენი შირიაევი ადასტურებს, რომ ცხელ დღეებში მოულოდნელად შეიძლება იგრძნოთ, რომ ჩვეული ჯინსი ან ფეხსაცმელი ვიწრო და ნაკლებად კომფორტულია.
„ზაფხულის ცხელ ამინდში ფეხები მნიშვნელოვნად შეიძლება შესივდეს. განსაკუთრებით დიდხანს ჯდომის შემთხვევაში“ – აღნიშნავს ექიმი.
ფეხებში წყლის ასეთი დაგუბება გარკვეულ დროში თავისი ქრება. კიდურების ასეთი შეშუპება ჯანმრთელ ადამიანებსაც ახასიათებთ.
„ზაფხულში ფეხების შეშუპების მიზეზი ისაა, რომ სხეული ტემპერატურის ერთ დონეზე შენარჩუნებას ცდილობს და სისხლძარღვებს აფართოებს. ასე სისხლის მოძრაობა ნელდება, ზოგიერთ ადგილას დაგუბება, შეშუპება ხდება“ – ამბობს შირიაევი.
ამრიგად, ფეხების შეშუპება სითხის შეკავებაზე მიგითითებთ. ეს ხშირად შეინიშნება ქალებსა (მათ ფეხების შეშუპება კაცებზე ხშირად აწუხებთ) და ხანდაზმულებში.
როდის არის ფეხების შეშუპება სერიოზული. ექიმი ამბობს, რომ ფეხების შეშუპებას ბევრი მიზეზი იწვევს და საბოლოოდ თითოეულს მივყავართ ვენური ან ლიმფური სისტემის პრობლემამდე, შეშუპების პირდაპირ შემქმნელთან. თუ ლიმფური ან ვენური სისტემის მუშაობა შესუსტებულია, მის მიღმა შეიძლება იმალებოდეს შემდეგი დარღვევები:
- გულის კუნთების სისუსტე (გულის უკმარისობა)
- ინფექციური დაავადებები
- ანთება
- სიმსივნე
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
- დიაბეტი
- თირკმლის დაავადება
- ღვიძლის დაავადება
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
- ჭარბი წონა
- ნაკლები ვარჯიში
- თრომბოზი
- კვების დარღვევა
- ალკოჰოლის ჭარბად მიღება
- მედიკამენტების მიღება (დიურეტიკების ან საფაღარათო საშუალებების არასწორი გამოყენება).
„დიაბეტის ან შინაგანი ორგანოების, ღვიძლის და თირკმლის, პრობლემების მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ცილების, მინერალური ნივთიერებების და წყლის დისბალანსი, რაც ხშირად შეშუპებას იწვევს. თუ ფეხები დიდი ხნით შეშუპებული გაქვთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ“ – ხაზს უსვამს შირიაევი.