ბევრ ადამიანს გემრიელი, ოქროსფერი დრანიკის წარმოდგენაზე პირზე ნერწყვი ადგება. ამ არომატულ კერძს კარტოფილის მოყვარულებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. სამწუხაროდ, დრანიკები გამოცდილ დიასახლისსაც ყოველთვის არ გამოსდის. ყველაფერი იმიტომ, რომ ზოგჯერ ამ ხუთიდან ერთ–ერთ შეცდომას უშვებს. Vivien გასწავლით, როგორ გააკეთოთ გემრიელი დრანიკები, რომელიც თავისი წვნიანობით და სიფაფუკით ყველას გააოცებს.5 ოქროს წესს გაეცანით. მათი დახმარებით კარტოფილის კერძი თეფშიდან მყისიერად გაქრება. მენდეთ, თქვენი დრანიკები გაგრილებასაც ვერ მოასწრებს, რომ უკვე დამატება მოგიწევთ.
როგორ მოვამზადოთ გემრიელი დრანიკები: 5 საიდუმლო
- კარტოფილის ჯიში. წარმატებული დრანიკების გარანტია ხარისხიანი მთავარი ინგრედიენტია. კარტოფილი კარგად შეარჩიეთ. ყვითელ ჯიშს უპირატესობა მიანიჭეთ, რადგან მასში მეტი სახამებელი შედის და ხორციანი ბოლქვები აქვს.
- მოწყობილობის შერჩევა. ყველა დიასახლისი კერძის მომზადებისას მისთვის მოსახერხებელ მოწყობილობას ირჩევს. ზოგი ხორცსაკეპ მანქანას იყენებს, სხვები – სახეხს, მესამე ნაწილი – ბლენდერს. აღსანიშნავია, რომ ბლენდერი ფაფუკი დრანიკების მოსამზადებლად ყველაზე ნაკლებად გამოგადგებათ. ბლენდერი სახამებლის მოლეკულებს შლის და კერძი სასურველ ტექსტურას ვერ იღებს. სჯობს ძველებურად, სახეხის ან ხორცსაკეპი მანქანის გამოყენებით მოამზადოთ.
- კარტოფილის წვენი. კარტოფილის გაწურვა მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის გამოტოვება არ შეიძლება. ასე შეიძლება კერძი გააფუჭოთ. ეს დეტალი გახსოვდეთ. კარტოფილი მაშინვე შეწვით, დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან მეტ წვენს გამოუშვებს.
- კვერცხის დამატება. ზოგიერთ რეცეპტში ქათმის კვერცხის დამატება რეკომენდებულია. თუ კარტოფილის დრანიკი მისი ჰაეროვნებისა და მსუბუქი ხრაშუნის გამო მოგწონთ, ამ წესს თავი აარიდეთ. კვერცხი კერძს ამ თვისებებს ართმევს.
- შეწვა. მომზადების ბოლოს ეტაპზე ყურადღება გამოიჩინეთ. გახსოვდეთ, რომ ასეთ კერძს საშუალო ცეცხლი უყვარს. ძლიერი ან სუსტი ცეცხლით იდეალურად ოქროსფერ ქერქს ვერ მიიღებთ.
წესები დაიცავით და თქვენი დრანიკები ფაფუკი და შეწითლებული გახდება. მისი საოცარი გემო და მსუბუქი ტექსტურა გულგრილს არავის დატოვებს. დაგრჩათ ბოლო შტრიხის დამატება – არაჟანი. აბა მის გარეშე როგორ?