ექიმების რჩევით ყველა ქალმა გულის დაავადებების ამ ფაქტების შესახებ უნდა იცოდეს

694

ექიმები აცხადებენ: მაშინაც კი, თუ ქალს გულის პრობლემების ნიშნები არ აქვს, მაინც რისკის ქვეშაა.გულის, ფილტვების და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ყოველ მე-4 შემთხვევაში ქალის გარდაცვალების მიზეზი გულის დაავადებებით გამოწვეულია. ამრიგად, სტატისტიკურად გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები უფრო მეტ ქალს კლავს, ვიდრე ყველა სახის სიმსივნე ერთად აღებული. გულის თანმდევი დაავადებები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მოწევა, არასწორი კვება და ნაკლები ვარჯიში – მიზეზები, რომლებიც ქალებში გულის პრობლემების განვითარებას ხელს უწყობენ: ქალების 90%–ს ცხოვრებაში მინიმუმ ერთი რისკფაქტორი მაინც აქვს.გულის დაავადება ერთი შეხედვით ხილული რისკფაქტორის გარეშეც შეიძლება განვითარდეს. ამასთან დაკავშირებით ექიმები ყველა ქალს ურჩევენ, რომ ქვემოთ მოცემული ფაქტების შესახებ იცოდეს.

თეძოსა და წელს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. ათეროსკლეროზისთვის დამახასიათებელი სისხლძარღვების გასქელება გულ–სისხლძარღვთა დაავადების ერთ–ერთი პირველი ნიშანია. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდობაში ასეთი გასქელებისკენ მიდრეკილება უკვე აქვთ ქალებს, რომელთაც წელის ტოლი ან პატარა თეძო აქვთ.

გული უკვე 20 წლის შემდეგ უნდა შეამოწმოთ. ქალის ორგანიზმში გულის პრობლემები მოზარდობიდან და 20 წლის ასაკიდან იწყება. გულის ასოციაცია AHA ქალებს ურჩევს, რომ 20 წლის შემდეგ გულზე ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) გადაიღონ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის ისტორიაში გულის დაავადებები არის.

ინფარქტის სიმპტომები უჩვეულოა. ქალში გულის შეტევა ნაკლებად შეიმჩნევა, ვიდრე კაცში, რაც გამოვლენილი ნიშნების თავისებურებით არის გამოწვეული. კაცებში ინფარქტის კლასიკური სიმპტომია მარცხენა მხარეს ტკბილი ან მკერდში ზეწოლა, ზოგჯერ ხელში ან ყბაში გადასული ტკივილი. ქალს უფრო დახვეწილი სიმპტომები აქვს – დაღლილობა, გულისრევა, ქოშინი, კუჭის აშლილობა, ზურგის ტკივილი, ძლიერი ნერვიულობა.

მოხდენილობა გულის პრობლემისგან არ გიცავთ. გავრცელებულია მითი, რომ გულის დაავადებები მოხდენილ, სპორტსმენ ქალებს არ აწუხებთ. შეიძლება გამხდარი იყოთ და ქოლესტერინის მაღალი დონე გქონდეთ. ამაზე რიგი მიზეზები გავლენას ახდენს, გენეტიკიდან დაწყებული პასიური მოწევით და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით დამთავრებული.

როგორ ჩავატაროთ გულ–ფილტვის რეანიმაცია. სტატისტიკის მიხედვით, ქალები, რომელთაც საზოგადოებრივ ადგილებში გულის გაჩერება აწუხებთ, გულ–ფილტვის რეანიმაციის დახმარებას კაცებზე იშვიათად იღებენ. ამ ტექნიკის ცოდნას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. რა უნდა გააკეთოთ:

  • დაზიანებული ადამიანის რეაქციები შეამოწმეთ. თუ გული გაუჩერდა, ნორმალურად სუნთქვას ან მოძრაობას ვერ შეძლებს. კანი ცისფერი ხდება.
  • სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ.
  • პირდაპირ გულის მასაჟი დაიწყეთ. ექიმების მოსვლამდე გულმკერდის ცენტრში ძლიერად და სწრაფად დააჭირეთ, წუთში 120 დაჭერა. პირიდან პირში ხელოვნური სუნთქვის გაკეთება საჭირო არაა.