ექიმები გამომცხვარ ვაშლს და ხაჭოს იმ პროდუქტებს შორის ასახელებენ, რომელთაც ღვიძლის აღდგენითი პროცესების გაუმჯობესება შეუძლიათ.ხაჭო ღვიძლის ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთი საუკეთესო პროდუქტია. ამის შესახებ გასტროენტეროლოგი ნურია დიანოვა ინტერვიუში საუბრობს. ექიმი განმარტავს, რომ პროდუქტი გამოირჩევა ამინომჟავა მეთიონინის მაღალი შემცველობით, რომელიც სტეატოზს (ღვიძლის გაცხიმება) ხელს უშლის.
„თითქმის ყველამ, ვისაც ღვიძლის დაავადება აქვს, ყოველდღე ხაჭო უნდა მიირთვას. ღვიძლისა და სანაღვლე სისტემისთვის 5% ცხიმიანობის პროდუქტი იდეალურია“ – გვიზიარებს ექიმი.დიანოვა ამატებს, რომ უცხიმო პროდუქტებს უმჯობესია თავი აარიდოთ. მათ ხშირად უმატებენ მოდიფიცირებულ სახამებელს, რომელიც ღვიძლის სტეატოზისკენ მიდრეკილებას ამძიმებს. ამავდროულად, მაღალცხიმიანი პროდუქტებიც საზიანოა, თუ რეგულარულად და დიდი ულუფებით მიირთმევთ.სპეციალისტი ასახელებს სხვა პროდუქტსაც, რომელიც ღვიძლის უკეთ აღსადგენად უნდა მიირთვათ. ესაა შვრია, შვრიის ბურღული მთელი მარცვლეულის სახით.
„შვრიაც შეიცავს მეთიონინს, რომელიც უალკოჰოლო ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების დროს განსაკუთრებით ეფექტურია. ჰეპატოციტებში ცხიმის დაგროვებას ამცირებს“ – ამბობს ექიმი.გარდა ამისა, დიანოვა ამბობს, რომ ორგანოს მდგომარეობას აუმჯობესებს გამომცხვარი ვაშლი, ასკილის ნახარში, ნიგოზი. მათი მიღება ნაღვლის გადინებაზე, საჭმლის მონელებაზე დადებით გავლენას ახდენს. შედეგად, ღვიძლი მხოლოდ მოგებულია.