დილით 1 ჭიქა კეფირის დალევა სასარგებლოა

400

დილით 1 ჭიქა კეფირის დალევის ჩვევა სხვა ყველაფერთან ერთად პირის ღრუს უსიამოვნო სუნის პრობლემებს აგვარებს, ამბობს ექიმი ტიმურ ასანოვი.ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრისას ექიმი ასახელებს მიზეზებს, რატომ არის სასარგებლო დილით ჭიქა კეფირის დალევა. ასანოვის თქმით, ამ რძემჟავა სასმელის დღის სხვადასხვა მონაკვეთში დალევას ჯანმრთელობისთვის გარკვეული სარგებელი აქვს.

„დღის დასაწყისში 1 ჭიქა კეფირი მადას აუმჯობესებს, ნერვული სისტემის მუშაობას აწესრიგებს, ძილის შემდეგ პირის ღრუს უსიამოვნო სუნს აქრობს, ადამიანს ენერგიით მუხტავს“ – აზუსტებს ექიმი.რაც შეეხება საღამოს, დღის ამ მონაკვეთში კეფირის დალევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, ორგანიზმს დღის განმავლობაში მიღებული მიკროელემენტების სრულფასოვნად ათვისებაში ეხმარება. ექსპერტი თვლის, საღამოს უცხიმო კეფირის დალევა უფრო სასარგებლოა. სასმელი არაუგვიანეს 20:00 საათზე უნდა დალიოთ.

„რძემჟავა პროდუქტები რეკომენდებული არაა გასტრიტის, წყლულის, კოლიტის, შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი დაავადების და რძის გარკვეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის დროს“ – შეგახსენებთ ასანოვი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს