ენდოკრინოლოგი: ყოველდღე კარაქის ჭამა სასარგებლოა

804

ენდოკრინოლოგ ოქსანა პანოვას თქმით, ყოველდღე მცირე რაოდენობით კარაქის ჭამა სასარგებლოა, რადგან ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინების და ცხიმოვანი მჟავების წყაროა. პანოვა ამბობს, რომ ყოველდღე კარაქის ჭამა სასარგებლოა და ჯანმრთელ ადამიანს 25 გრამამდე პროდუქტის მიღება თამამად შეუძლია. თუ გაწუხებთ დიაბეტი, გულის დაავადებები და ჭარბი წონა, კარაქის დღიური ნორმა ნახევრდება.

„კარაქი მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით, ამინომჟავებით, А, B, C, D, Е და К ჯგუფის ვიტამინებით. ისინი ადამიანისთვის ენერგიის შეუცვლელი წყაროა, კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს, ორგანიზმში დაბერების პროცესებს ანელებს“ – ამბობს პანოვა.

ექიმი აღნიშნავს, რომ პროდუქტი სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა, სოკოვანი, მიკრობული ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს ზრდის.

ენდოკრინილოგი ამატებს, რომ ცხიმის ხარისხიანი წყარო რაციონში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან ის საჭმლის მონელებაში მონაწილეობს, ვიტამინების ასათვისებლად და ჰორმონების საწარმოებლად აუცილებელია. ქოლესტერინის მიღების გარეშე ორგანიზმი მის დამოუკიდებლად წარმოებას ააქტიურებს, ასე რომ

„კარაქზე სრულიად უარის თქმამ შეიძლება ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა გამოიწვიოს“.

ექიმი გირჩევთ, რომ კარაქი სპრედებით არ ჩაანაცვლოთ. ისინი, ძირითადად, გადამუშავებულ მცენარეულ ცხიმებს შეიცავენ, ხოლო კარაქში ყველაზე ღირებული რძის ცხიმია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს