ნივთები სახლში, რომელიც ფეთხუმ და ზარმაც დიასახლისს აააშკარავებს

365

კეთილსინდისიერი დიასახლისი სახლში უწესრიგობას არასდროს დაუშვებს. ასეთი ქალის შვილები დანაყრებულია, ფანჯრები გაწმენდილი. როგორ იქცევა ზარმაცი დიასახლისი? შესაძლოა საქმიანი ქალია, რომელსაც სახლის დასალაგებად დრო არ რჩება, ან სურვილი აქვს, რომ თავისუფალი დრო იატაკის ხეხვას დაუთმოს. Vivien გთავაზობთ ნივთების სიას, რომელიც ზარმაცი დიასახლისის გამოაშკარავებაში დაგეხმარებათ.

  1. სამზარეულის ქურა – სამზარეულო, ალბათ, სახლის ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია. საკვების მუდმივი აორთქლება, ცხიმის წვეთები კერძის მომზადებისას – ამას ყველაზე მოწესრიგებული დიასახლისიც თავიდან ვერ აიცილებს. და მაინც, კერძის მომზადების შემდეგ ქურას ყოველთვის გაწმენდს და ეს არც განიხილება. ზარმაცი ქალი ჭუჭყიან ქურაზე მოგვიანებით იზრუნებს, შესაძლოა შაბათ–კვირამდე დატოვოს. დაე, ცხიმის ფენა ჯერ გახმეს, რომ შემდეგ აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმიითაც ვერ მოაშოროს.
  2. სანტექნიკა – შემრევ ონკანზე წყლის წვეთები ყოველთვის რჩება. ის ხმება და სანტექნიკას აჩნდება. თუ დიდხანს არ გარეცხავთ, თეთრი ნადები გაჩნდება. ეს ააშკარავებს, რომ სახლში ფეთხუმი ცხოვრობს. იგივე უნიტაზე, ხელსაბანზე, საშხაპე კაბინაზე შეგვიძლია ვთქვათ. ეს საგნები იდეალურად სუფთა უნდა იყოს. სხვათა შორის, თურქეთში დიასახლისები სანტექნიკას ყოველდღე რეცხავენ.
  3. ფარდები – ზარმაც დიასახლისს ფარდის გარეცხვა წელიწადში 2–ჯერ ახსენდება: შემოდგომასა და გაზაფხულზე. წესების თანახმად, ფარდები თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ, რადგან ტექსტილზე ბევრი მტვერი გროვდება. გარდა ამისა, ფარდებს მუდმივად ხელით ვეხებით. ხელი კი ყოველთვის სუფთა არ გვაქვს. ფეთხუმი და ზარმაცი დიასახლისი ფარდებს ასე ხშირად არ რეცხავს, რადგან შემდეგ უნდა დააუთოვოს და დაკიდოს.
  4. ფანჯრები – ზარმაცი დიასახლისი ფანჯრებს მაშინ წმენდს, როცა ფარდებს რეცხავს. სწორედ ამიტომ, ასეთი დიასახლისის სახლში ფანჯრებზე წვიმის წვეთები, მტვერი და ხელის ანაბეჭდები ჩანს. არ ვიცით, შეგიძლიათ თუ არა დაინახოთ როგორი ამინდია გარეთ ასეთი ჭუჭყიანი ფანჯრიდან.
  5. მიკროტალღური ღუმელი – მიკროტალღური ღუმელი საკვებთან მუდმივად კონტაქტშია, ამიტომ ხშირად ბინძურდება. ზარმაცი დიასახლისი ტექნიკას მხოლოდ გარედან წმენდს, შიდა ნაწილის გაწმენდა ავიწყდება. არადა ეს მთავარია, რადგან ცხიმის ნარჩენები ღუმელში რჩება.
  6. ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანი – ამ ნივთებთან ზუსტად იგივე სიტუაციაა, როგორც ფანჯრების შემთხვევაში. ეკრანზე მტვერი და თითის ანაბეჭდები ფეთხუმ და უყურადღებო დიასახლისს ააშკარავებს. იგივე თაროზე, წიგნებსა და დეკორის ნივთებზე მტვერს ეხება. ზარმაცი დიასახლისის სახლში სწორ ზედაპირებზე მტვრის სქელი ფენა დევს.

ყველა ქალის სახლი სისუფთავით არ ანათებს და ყველა ქალი სახლის დალაგებას საკუთარ თავს არ უძღვნის. როგორ თვლით, შეიძლება თუ არა ქალი გავკიცხოთ არაიდეალურად გაწმენდილი ფანჯრის და ჭუჭყიანი ქურის გამო?