მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნოყიერი ხორცის წვნიანები აერთიანებს მათ, ვისაც გემრიელი და სასარგებლო კერძები უყვარს. თითოეული ასეთი კერძი შიმშილს დიდი ხნით ანაყრებს. წვნიანი ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია, რადგან მასში არა მხოლოდ ხორცის ბულიონი, არამედ ბოსტნეული შედის. ზოგიერთი კერძი ჩვენთვის კარგად ნაცნობია, სხვები – სიახლე. Vivien გთავაზობთ საინტერესო წვნიანებს მთელ მსოფლიოდან. აირჩიეთ ის, რომლის მომზადებასაც ისურვებთ.
მსოფლიოს წვნიანები
აფრიკული წვნიანი ბრუდუ სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ეს კერძი ხშირად გვხვდება ტუნისში და მარტივად მზადდება. ექსპერიმენტი საკუთარ სამზარეულოშიც შეგიძლიათ მოაწყოთ. ბრუდუსთვის დაგჭირდებათ მთელი ქათამი, მაგრამ თუ მცირე ულუფას ამზადებთ, მისი რომელიმე ნაწილი საკმარისია. ქათამი გარეცხეთ, შესაფერისი ზომის ნაჭრებად დაჭერით, საყვარელ სანელებლებში ამოავლეთ და დიდ ტაფაზე შეწვით.როგორც კი, ქათამი შეიწვება, პომიდვრის პასტა დაუმატეთ. წყალი დაასხით და ხარშვა გააგრძელეთ. თანდათან სტაფილო და კარტოფილი დაუმატეთ. აფრიკული კერძის მომზადების ბოლოს ეტაპზე რაიმე მარცვლეული ან მაკარონი (სურვილისამებრ), ასევე მწვანილი დაუმატეთ.
საიდუმლო ინგრედიენტი.აინტოფი – გემრიელი ხორცის წვნიანების სამყაროს კიდევ ერთი წარმომადგენელი. გერმანული კერძია და ითარგმნება, როგორც „ერთი ქოთანი“. ერთგვარი კერძია 2–1–ში, სადაც თხევადი ბულიონი და ბევრი ხორცია. სქელი კონსისტენციის წყალობით როგორც პირველ, ასევე მეორე კერძად შეგიძლიათ მიირთვათ.აინტოფის უპირატესობა ბევრი სასარგებლო ბოსტნეულის შემცველობაა. კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, თალგამურა, პარკოსანი. წვნიანში ხორცი, შებოლილი ან სოსისი აუცილებელი ინგრედიენტია. აინტოფი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთში, უნგრეთსა და ესპანეთში პოპულარულია. ბელგიაში ცოტა ღია ლუდსაც უმატებენ.„ამ წვნიანში არის ხორცი და მინიმუმ ოთხი ინგრედიენტი (ბოსტნეული). იმდენად სქელი უნდა იყოს, რომ ჩანგლით ჭამა შეძლოთ“ – წერს ჯეიმს მილერი თავის წიგნში „ედა და ევოლუცია: ჰომო საპიენსის ისტორია თეფშზე“ აინტოფის შესახებ.
ნაცნობი კერძი.ხორცის წვნიანებს შორის უფრო ნაცნობი ვარიანტიც არსებობს. მაგალითად, შურპა და გულიაში. შურპა სხვა წვნიანებისგან განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა. შურპის ზოგიერთი ვარიანტი წვნიანის მომზადებამდე ხორცის შეწვას გვთავაზობს. ამ წვნიანში ყველა ბოსტნეული მაქსიმალურად მსხვილად დაჭრილი უნდა იყოს. სურვილის შემთხვევაში, ვაშლი, ქლიავი და გარგარი შეგიძლიათ დაუმატოთ.შურპა ბევრ მწვანილს და არომატულ სანელებლებს გვერდს არ უვლის. მას უმატებენ მწვანე ხახვს, ძირას, ოხრახუშს, კამას, ქინძს, წითელ წიწაკას, რეჰანს. ბულიონის ბაზა ცხვრის ხორცია. თურქმენეთის ზოგიერთ რეგიონში შურპას თევზის ბაზაზე აკეთებენ.თანამედროვე გულიაში იდეალურად შემწვარი ხორცის ნაჭრებით უნგრეთიდან მოდის. მწყემსები კოცონზე სწორად ამ კერძს ამზადებდნენ. ხორცი საკმაოდ ძვირი იყო, ამიტომ ხშირად ცხოველის ტყავსაც უმატებდნენ. ახლა გულიაში პომიდვრის პასტას, კარტოფილს, პომიდორს და მწვანილს გვერდს ვერ აუვლის.
გემრიელი სიახლე.შოტლანდიური ქერის წვნიანის მომზადების პროცესში ახალი კერძით თავს გაახარებთ. კერძის მთავარი კომპონენტია ცხვრის ხორცი, ასევე ქერის ან ბარდის ბურღული. ასეთი წვნიანი შოტლანდიაში მაღაზიებში ქილებით იყიდება. ორიგინალურ რეცეპტში წვნიანის მთავარი ინრედიენტი ცხვრის კისერი იყო.გსურთ მიირთვათ ფრანგული წარმოშობის წვნიანი? ნავარენს გირჩევთ. ცხვრის ხორცის ნაჭრებით და ბევრი ბოსტნეულით მზადდება. გარდა ამისა, რეცეპტში თეთრი თალგამი შედის. ითვლება, რომ ის ცხვრის ცხიმს ანეიტრალებს და წვნიანს უფრო მსუბუქს, ამავდროულად ნოყიერს ხდის.
საინტერესო ხორცის წვნიანები.თუ სასარგებლო და მსუბუქი კერძები მოგწონთ, კავკასიური ხაში დააგემოვნეთ. ამ წვნიანში ბევრი მწვანილია, ასევე ხორცი ან სუბპროდუქტი. ჩვეულებრივ, ხაშს საუზმემდე ან მის დროს მიირთმევენ. კერძს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და არსებობს ვარაუდი, რომ ადრე მხოლოდ რიტუალისთვის იყენებდნენ. ახლა ხაშის სხვადასხვა ვარიანტი შეგიძლიათ მოძებნოთ.
მთელ მსოფლიოში ასეთი მრავალფეროვანი და ამავდროულად მსგავსი წვნიანები გვხვდება. რომელია თქვენი ფავორიტი? იქნებ გასინჯული არ გაქვთ ზემოჩამოთვლილი წვნიანების უმეტესობა? თუ ასეა, რომელი კერძის დაგემოვნებას ისურვებთ?