პიცისთვის საუკეთესო ცომი უკრაინელი შეფმზარეულის, ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტით მოვამზადე. მზარეული ცომის მომზადების უმარტივეს ტექნოლოგიას გვიზიარებს. მაშინაც კი, თუ ცომთან ვერ მეგობრობთ, პირველივე ცდაზე კარგ შედეგს მიიღებთ. ასე ოჯახის წევრებს სახლში გამომცხვარი პიცით გაახარებთ. რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო?Vivien გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი შეფმზარეულის, ევგენი კლოპოტენკოს 2 რეცეპტს. კლოპოტენკო ერთ რეცეპტში საფუარს იყენებს, ეს კლასიკური ვარიანტია. მეორეში კეფირი დაგჭირდებათ. ორივე ცომი მოამზადეთ, რომ განსაზღვროთ, რომელი უფრო მოგწონთ. დავიწყოთ!
საუკეთესო ცომი პიცისთვის
პირველ რიგში, პიცის მარტივი ცომი საფუარით მოამზადეთ.
ინგრედიენტები:
- 300 გ ხორბლის ფქვილი
- 20 გ ახალი საფუარი ან 10 გ მშრალი საფუარი
- 180 მლ წყალი
- 0,5 ჩ/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
- 2,5 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
- ფქვილი ღრმა თასში გარეცხეთ. მარილი, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ცოცხალი საფუარი დაუმატეთ და ინგრედიენტები ხელით დასრისეთ.
- ამის შემდეგ მშრალ ინგრედიენტებს თბილი წყალი (მაქსიმუმ 48 გრადუსი) და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. თუ არ გაქვთ, მზესუმზირის ზეთი თამამად გამოიყენეთ.
- ცომს ხელით აურიეთ, სანამ ხელზე აღარ მოგეკვრებათ. პირსახოცი დააფარეთ და 40-45 წუთით სითბოში გააჩერეთ, რომ ამოვიდეს. თუ საფუარი გააქტიურდა, ცომი 2-3-ჯერ ამოვა.
- ცომი ჩაზილეთ და ფქვილ მოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ. ცომი პატარა ნაწილებად დაყავით, თითოეული მოზილეთ და საგორავით გააბრტყელეთ. ამ რეცეპტით მაქსიმალურად თხელი პიცის ფენა შეგიძლიათ გააკეთოთ.
- ნებისმიერი შიგთავსი თქვენი გემოვნებით გამოიყენეთ. 180 გრადუსზე 5-10 წუთით აცხვეთ. მზადაა!
პიცის ცომი კეფირზე
ინგრედიენტები:
- 300 გ ხორბლის ფქვილი
- 200 მლ კეფირი
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- 0,5 ჩ/კ მარილი და შაქარი
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
- ფქვილი ღრმა თასში გაცერით, შემდეგ ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ.
- კეფირი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მაგალითად, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი.
- ცომი მოზილეთ და 20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე დაასვენეთ. ცომი რამდენიმე ნაწილად შეგიძლიათ დაყოთ და თითოეული თხელ ფენად გააბრტყელოთ. სამუშაო ზედაპირზე ფქვილის მოყრა არ დაგავიწყდეთ.
- პიცა ასეთი ცომით180 გრადუსზე მინიმუმ 10 წუთით აცხვეთ. თქვენი ღუმელით იხელმძღვანელეთ! მზადაა!
რედაქციის რჩევა: როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ცომი პიცისთვის – პირველ რეცეპტში, საფუარი რომ გააქტიურდეს, წყალი 36-38 გრადუსამდე გააცხელეთ. თუ ცივი ან ცხელი წყალია, საფუარის სოკო თავის თვისებებს დაკარგავს.