ბებიის რეცეპტით რულეტს კარტოფილის და ხორცის ფარშით ორთქლზე ვამზადებ. გემრიელი და სასარგებლოა

464

რულეტი კარტოფილით და ხორცის ფარშით შეგიძლიათ მამაკაცების ტორტად ჩათვალოთ. აქ ყველაფერია, რაც მათ უყვართ: ხორცის ფარში, სანელებლები, ხახვი, კარტოფილი. ოღონდ ამჯერად შეწვა არ მოგიწევთ, რადგან ორთქლზე მზადდება. ასე არა მხოლოდ გემრიელ, არამედ სასარგებლო კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის ფარში
  • 1 კვერცხი
  • 2 კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 200 გ ფქვილი
  • 70 მლ წყალი
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წყალი, კვერცხი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი და 0,5 ჩ/კ მარილი ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ.
  2. კოვზით აურიეთ და ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ.
  3. როგორც კი, ცომი შეიკვრება, მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და რბილი, ელასტიური ცომი ხელით მოზილეთ.
  4. ცომი დააგუნდავეთ და თასში მოათავსეთ. პარკი დააფარეთ და გვერდზე გადადეთ.
  5. ამ დროში ხახვი და კარტოფილი პატარა კუბებად დაჭერით.
  6. ქათმის ფილედან ფარში გააკეთეთ. რულეტი უფრო წვნიანი გამოვა, თუ ქათმის მკერდს და ბარკალს თანაბარი პროპორციით აიღებთ.
  7. ფარში, ხახვი და კარტოფილი აურიეთ. მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ. თქვენი რულეტისთვის კარგი შიგთავსი გამოვა.
  8. საგორავს და ფქვილს მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ.
  9. შიგთავსი ცომზე თანაბრად გაანაწილეთ. ცომის კიდეები თავისუფალი დატოვეთ.
  10. კიდეები ცენტრისკენ გადაკეცეთ.
  11. ცომი შიგთავსით რულეტივით დაახვიეთ. ნაკერები დააფიქსირეთ, რომ წვენი არ გამოვიდეს.
  12. მულტისახარში წყალი ჩაასხით. ფორმას ზეთი წაუსვით. რულეტი ნაკერით ქვემოთ მოათავსეთ.
  13. მულტისახარში ჩართეთ, „ორთქლის“ რეჟიმი აირჩიეთ და 50 წუთით მოამზადეთ.
  14. მზა რულეტი არაჟნით და მწვანილით გააფორმეთ.
  15. თუ რულეტს ერთ ჭამაზე ვერ დაამთავრებთ, პარკში გაახვიეთ, რომ გარსი არ გამაგრდეს და რბილი დარჩეს.

რულეტი კარტოფილით და ფარშით გემრიელი და ნოყიერი გამოვა. მეორე დღეს უფრო მეტად მოგეწონებათ, ვიდრე პირველ დღეს. გემრიელად მიირთვით, ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს