ზედიზედ 15 წელია ერთსა და იმავე ხაჭოს ტორტს ვაკეთებ. არასდროს გვბეზრდება

387

გსურთ მიირთვათ სასარგებლო ტკბილეული? Vivien ხაჭოს ტორტს ხილით გირჩევთ. მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია, მაგრამ გემო ყველას მოეწონება. მზადების პროცესში ბავშვები შეგიძლიათ ჩართოთ. რეცეპტი მარტივია, ამიტომ ბავშვები გახალისდებიან.

ხაჭოს ტორტი ხილით – რომელი ხილი გამოგადგებათ ამ რეცეპტში? რა თქმა უნდა, სეზონური ხილი ყველაზე ხელმისაწვდომია. მაგალითად, მარწყვი, ატამი, ალუბალი, მაგრამ თქვენი გემოვნებით ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხაჭოს იდეალურად უხდება ბანანი, ყურძენი, ფორთოხალი და ჟოლო.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 300 გ მაგარი ორცხობილა
  • 2 ს/კ შაქარი
  • 100 გ კარაქი

შიგთავსის და კრემის ინგრედიენტები:

  • 750 გ ხაჭო
  • 6 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • ვანილი
  • 400 მლ არაჟანი
  • 2 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის მომზადებით დაიწყეთ. აირჩიეთ ორცხობილა, რომელიც ძალიან რბილი არაა. სხვა შემთხვევაში ფორმას ვერ დაიკავებს და მისგან ბისკვიტის ფენას ვერ გააკეთებთ. მაგარი ორცხობილა შეგიძლიათ დაანაწევროთ და პარკში ჩადოთ. შემდეგ საგორავი გადაატაროთ და ნაფშვენად გადააქციოთ. კარაქი გაადნეთ და ორცხობილას შაქართან ერთად დაუმატეთ.
  2. შესაფერისი ზომის ფორმა აიღეთ და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ახლა ორცხობილის ფენა დაუმატეთ. გვერდები არ გაუკეთოთ. კარგად ჩატუმბეთ და 20 წუთით საყინულეში მოათავსეთ.
  3. შიგთავსი მოამზადეთ. ხაჭო, შაქარი და ვანილი აურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ ან დააბლენდერეთ. ასევე კოვზით ან სპატულით შეგიძლიათ აურიოთ.
  4. ხაჭოს შიგთავსი ოდნავ გაყინულ ფენას დაუმატეთ. ტორტი 150 გრადუსზე ზუსტად 45 წუთით უნდა აცხოთ. პროცესი თქვენი ღუმელის შესაძლებლობის მიხედვით აკონტროლეთ. შესაძლოა, 5 წუთით მეტი ან ნაკლები დასჭირდეს.
  5. ვადის გასვლის შემდეგ ტორტის კიდეები უნდა ამოიწიოს, ხოლო შუაგული ოდნავ რბილი შეიძლება იყოს. ტორტი გამოიღეთ და ზემოდან არაჟნის კრემი წაუსვით. სწრაფად და მარტივად მზადდება: არაჟანი, შაქარი და ვანილი კარგად აურიეთ. კრემის ფენა გაათანაბრეთ და ღუმელში კიდევ 10-15 წუთით აცხვეთ.
  6. ბოლოს ღუმელიდან გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად გააჩერეთ. ამის შემდეგ მაცივარში გადაიტანეთ. სასურველია, რომ ტორტი მთელი ღამით გააჩეროთ. თუ სიტუაცია სასწრაფოა, 5 საათი საკმარისია.
  7. ტორტი ხილის ნაჭრებით გააფორმეთ. თუ გსურთ, გამდნარი შოკოლადის დეკორი დაუმატეთ. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გემრიელია.

ფერადი ხაჭოს ტორტი ხილით – ტორტი საბავშვო დღესასწაულზე იდეალურია. სამწუხაროდ, ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირიანი ტორტი იყიდოს ან ცნობილ კონდიტერს შეუკვეთოს. ასეთი რეცეპტი არანაკლებ გემრიელია და გარეგნულად უშნოდ არ გამოიყურება. ნატურალური დესერტით შვილებს და შვილიშვილებს აუცილებლად გაუმასპინძლდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს