ექიმი მარინა მაკიშა ხანდაზმული ასაკის ადამიანებს მოუწოდებს, რომ ხილი დიდი სიფრთხილით, ზომიერად და შერჩევით მიირთვან. დიეტოლოგი მარინა მაკიშა შეგახსენებთ, რომ შეუზღუდავად მიღებული ხილი 60 წელს გადაცილებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს.
„60 წლის ადამიანებში ხშირად გვხვდება შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც ხილში შემავალი ნახშირწყლები არასასურველია“ – განმარტავს ექიმი.
მაკიშა ამატებს, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონის პრობლემების დროს რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ძალიან მწიფე ბანანი, ასევე ყურძენი, ანანასი.ექიმი თვლის, რომ მოხუცებმა, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აწუხებთ, ხილის მიღება დღეში 400 გრამამდე უნდა შეზღუდონ. ასე ორგანიზმი შაქრით არ გადაიტვირთება.
ექიმი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 60 წლის შემდეგ ორგანიზმში ნაწლავების მუშაობა, მისი მოძრაობა სუსტდება. გარდა ამისა, სიცოცხლის ამ ეტაპზე ბევრს აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა წყლულები, გასტრიტი და სხვა. ამ მდგომარეობაში უხეში ქერქის მქონე ხილი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ვაშლი, მსხალი.
„ნაყოფის უხეში უჯრედისი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს“ – ამბობს მარინა მაკიშა და გირჩევთ, რომ ხილი მიღების წინ გათალოთ.
მოხუცებს ურჩევს, რომ უმი ხილის მირთმევისგან თავი შეიკავონ და თერმულად დამუშავების (მოხარშვა ან გამოცხობა) შემდეგ მიირთვან.