ექსპერტმა დაასახელა ნიშანი, რომ ალუბალი ქიმიკატებით დამუშავებული და მომწამვლელია

452

აგრონომის, მიხაილ ვორობევის თქმით, ტოქსიკური ქიმიკატებით დამუშავებული ალუბლის ჭამამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ექსპერტი მხოლოდ „სუფთა“ კენკრის ყიდვას გირჩევთ.

„ნაყოფი შეძენამდე დაათვალიერეთ, რომ შხამქიმიკატებით მოწამვლის რისკი გამორიცხოთ“ – გვიზიარებს აგრონომი რჩევებს.ვორობევი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ფერმერი მავნებლების წინააღმდეგ აგრესიულ მეთოდებს მიმართავს და კენკრას, განსაკუთრებით ნაადრევს, ქიმიკატებით ამუშავებს, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის პოტენციური შხამია.„თუ ალუბლის ჭამისას პირში უსიამოვნო ჩხვლეტას გრძნობთ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ კენკრაზე შხამქიმიკატები დარჩა, რაც არ უნდა იყოს“ – ამბობს აგრონომი.

სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ასეთმა კენკრამ შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს. ექსპერტი ასახელებს ნიშანს, რომელიც შეიძლება ალუბლის ქიმიკატებით დამუშავებასა და მოწამვლის რისკზე მიგანიშნებდეთ. ასეთი ნიშანია ყუნწის ჩაღრმავების ადგილზე მოთეთრო ნადების არსებობა.„იმ ადგილას, სადაც ყუნწი კენკრაზე მიმაგრებულია, არის ღრუ. თუ კენკრა ახლახანს რაიმე ქიმიკატებით დაამუშავეს, ამ ჩაღრმავებაში მოთეთრო ნადები დარჩება“.

ვორობევი გირჩევთ, ალუბლის ჩაღრმავების ფერს ყურადღება ყოველთვის მიაქციოთ. თუ მოთეთროა, კენკრის შეძენაზე უარი თქვით.