უმეტესობა ჩვენგანმა ზაფხულისთვის შორტები უკვე მოამზადა. გარდერობის ეს ნივთი ცხელ და მზიან ამინდში აუცილებლად გვჭირდება. ზოგი დღემდე ფიქრობს, ღირს თუ არა შორტების შეძენა. Vivien გირჩევთ, სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსოთ და ხაოიანი პირსახოცებიდან შორტები შეკაროთ.
საზაფხულო შორტები – ასეთი შორტები სოციალურ ქსელებში ნამდვილი მოდის მწვერვალი გახდა. მათ პატარა მაღაზიებში ყიდიან. ხალხი სიამოვნებით ყიდულობს და აღფრთოვანებულ შეფასებებს ტოვებს. ზოგი წერს, რომ საინტერესო იდეაა. რატომ არ ჩავატაროთ ექსპერიმენტი? განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ძველი პირსახოცები გაქვთ.
საინტერესო ხელნაკეთი – ძველი პირსახოცის გამოყენება აღარ გვსურს, მაგრამ გადაგდებაც გვენანება. ამ ფიქრებით კარადაში შენახულ პირსახოცებს დიდხანს შეგიძლიათ უყუროთ. მართლაც, რა საჭიროა ამდენი ქსოვილის გადაყრა, თუ შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე შთაბეროთ? დიდ დროს არ წაგართმევთ. გარწმუნებთ, თამაში ამად ღირს.ამ ამბავში პირსახოცს გვერდს ვერ აუვლით. ასევე დაგჭირდებათ მაკრატელი, ძაფი, ლენტი, რეზინი, სახაზავი და მარკერი. ინტერნეტში მასალის მზა თარგი იპოვეთ ან გარისკეთ და თავად დახაზეთ. გაგიმართლებთ, თუ საკერავი მანქანა გაქვთ. ასე საქმეს დააჩქარებთ. თუ არ გაქვთ, ძაფით და ნემსით ხელით მუშაობა მოგიწევთ.თუ კერვა არ გამოგდით, დიდი პირსახოცი აიღეთ. მასზე ორი თარგი შეგიძლიათ დახაზოთ, გამოჭრათ და შეკეროთ. ჩვენც ასე გავაკეთებთ. მარჯვე ადამიანებს პატარა პირსახოცებიდან შორტები შეუძლიათ შეკერონ.
ყველაფერი თავად გააკეთეთ – ორიგინალური შორტების სასურველი მოდელის ზომები აიღეთ. ეს ზომები გაშლილ პირსახოცზე გადაიტანეთ. თითოეული მხრიდან 1 სმ მარაგის დატოვება არ დაგავიწყდეთ. ზემოთ უნდა იყოს ის ნაწილიც, რომელიც მოგვიანების რეზინის ადგილი გახდება. ასე არ ჩამოსრიალდება. შიდა მხრიდან შორტის შეკერვა დაიწყეთ. ძალიან დიდი ნაკერები არ გააკეთოთ, რადგან ასე ყველაზე მოულოდნელ ადგილას შეიძლება გაიხეს. გირჩევთ, ფართო საზაფხულო შორტი შეკეროთ. ასე თავს კომფორტულად იგრძნობთ და კანიც ისუნთქებს. როგორც კი, ორი ნაწილის მიკერებას დაასრულებთ, რეზინი ჩასვით.თუ სურვილი გაქვთ, შორტს გარე ჯიბე დაუმატეთ. ამისთვის პირსახოცის ნარჩენები გამოიყენეთ. სიტყვაზე, თუ ფანტაზიას გასაქანს მისცემთ, შორტი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გახდება. მაგალითად, იდეალური ნაკერები არ გააკეთო, ფერადი ქსოვილები აურიეთ ან საერთოდ არა შორტი, არამედ ქვედაბოლო შეკერეთ.
უნიკალური შორტი სახლისთვის – ასეთი გარდერობის ელემენტი უნიკალური და მოსახერხებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი მუშაობა გიწევთ, მაგალითად, ბოსტანში ან კლუმბში. ასეთ შორტში კანი სუნთქვას შეძლებს და ჭუჭყის მოსაშორებლად ხელის გასაწმენდი ადგილიც გექნებათ. მხოლოდ უპირატესობებია. თან ასეთი სხვას არავის ექნება. მეზობლებს თქვენი ოქროს ხელების შეშურდებათ.