ექიმი მალიშევა გულისთვის ხელმისაწვდომ „სუპერ პროდუქტებს“ ასახელებს

969

ელენა მალიშევა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხელმისაწვდომ პროდუქტებს შორის, რომელიც შეიძლება „სუპერ პროდუქტებად“ ჩავთვალოთ, ასახელებს ოხრახუშს, წიწაკას და სკუმბრიას. ექიმები, ელენა მალიშევა და გერმან განდელმანი, ამბობენ, რომელია სუპერ სასარგებლო პროდუქტები, როცა საქმე გულის ჯანმრთელობას ეხება.

„გული, როგორც კუნთი, მთელი ცხოვრება შეუჩერებლად მუშაობს. მან საჭირო საკვები ნივთიერებები მუდმივად უნდა მიიღოს“ – აცხადებენ ექიმები.განდელმანი და მალიშევა ასახელებენ გულისთვის სასარგებლო სუპერ პროდუქტებს, რომლებიც ამ ორგანოს მნიშვნელოვან მიკროელემენტებს აწვდიან.

ოხრახუში. კალიუმის მდიდარი წყაროა. ამ მიკროელემენტის დეფიციტმა შეიძლება არითმია გამოიწვიოს.

ცხარე წიწაკა. ჩილის წიწაკა კიდევ ერთი სუპერ პროდუქტია, რომელიც გულის კუნთების კარგი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. მალიშევის თქმით, დღეში 5 გრამის მიღება სასარგებლოა. ეს სისხლძარღვების და ამასთან დაკავშირებით გულის მუშაობაზე დადებით აისახება.„ადამიანებს, რომლებიც ჩილის წიწაკას მიირთმევენ, უფრო ელასტიური სისხლძარღვები აქვთ, რომლებიც კარგად ფართოვდებიან, რადგან ის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას ზრდის“.

სკუმბრია. ეს თევზი უჯერი ცხიმოვანი მჟავის, ომეგა 3-ის პირველი კლასის ხელმისაწვდომი წყაროა. ომეგა 3 ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს. ათეროსკლეროზი სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, რომელიც ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას უკავშირდება.„ომეგა 3–ის საჭირო რაოდენობის მისაღებად დღეში 50 გრამი სკუმბრია საკმარისია“ – გვიზიარებს მალიშევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს