6 სახის ჩაი ყელის ტკივილის წინააღმდეგ

533

ყელის ტკივილი ნებისმიერს წყობიდან გამოიყვანს. სანამ მედიკამენტს, საწუწნ აბებს ან სპრეის შეიძენთ, ჩაის მოდუღება სცადეთ. Vivien გთავაზობთ 6 სახის ჩაის, რომელიც ყელის ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ.

  1. პიტნის ჩაი. ყელის ტკივილს ამსუბუქებს. პიტნა შეიცავს მენთოლს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
  2. ბალახების ჩაი ძირტკბილას ფესვებით. ძირტკბილას ფესვის ჩაი უფრო კუჭის აშლილობის და მსგავს პრობლემების (გულძმარვა) მოგვარებით ცნობილია, მაგრამ მისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული აქტივობა ანგინის და სურდოს დროსაც შეიძლება სასარგებლო იყოს.
  3. გვირილის ჩაი. ყვავილებით დამზადებული კლასიკური სასმელი სასარგებლოა ყელში ღიტინის ან უსიამოვნო ხველის დროს, რომელიც ძილის წინ დასვენებაში ხელს გიშლით. გვირილის ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებით ფლავონოიდებს და ტერპენოიდებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან.
  4. ტუხტის ფოთლების ჩაი. ნაზი ჩაი მცენარე ტუხტის ფოთლებისგან მზადდება. ექიმები ამბობენ, რომ მისი ფესვი გამოყოფს ჟელეს მსგავს ნივთიერებას, ლორწოს, რომელიც ყელს ამშვიდებს. კვლევამ აჩვენა, რომ მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და შესიებული ნუშისებრი ჯირკვლების მკურნალობა შეუძლია.
  5. კოჭის ჩაი. ექიმების თქმით, სურნელოვანი კოჭის ჩაი ყელის ტკივილის წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებაა. კოჭის ფესვი შეიცავს რიგ ნაერთებს, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. დამატებითი გემოსთვის ან სიმწარის დასაბალანსებლად თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ.
  6. კურკუმას ჩაი. ჩაი კურკუმით ყელის ტკივილის სამკურნალოდ იდეალურია, რადგან ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. კურკუმა ყელს ამშვიდებს და იმუნურ სისტემას აძლიერებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს