ექიმი გიმხელთ, რა დაგეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში 40 წლის შემდეგ

388

40 წლის შემდეგ მოხდენილი, დაჭიმული ფორმის შენარჩუნება გადამუშავებულ პროდუქტებსა და სწრაფ ნახშირწყლებზე უარის თქმის გარეშე შეუძლებელია, თვლის ექიმი ნურია დიანოვა.საკითხის განხილვისას, თუ რა უწყობს 40 წლის შემდეგ ფორმის შენარჩუნებას, ექიმი დიანოვა ამბობს, რომ პირველ რიგში, ღრმად დამუშავებულ პროდუქტებზე უარი უნდა ვთქვათ. ესაა ძეხვი, ნახევრად მზა პროდუქტები, ტკბილეული. შაქრის და მარტივი ნახშირწყლების მიღებაც უნდა შეზღუდოთ.

მარილის მიღება მკაცრად უნდა აკონტროლოთ. დიანოვა გვირჩევს, რომ ვახშამზე მარილიანი პროდუქტები არ მივირთვათ. უცხიმო ხაჭო (4-5%) ყოველ მეორე დღეს მაინც უნდა მიირთვათ.40 წლის შემდეგ ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ რძემჟავა პროდუქტები. ექიმი გირჩევთ, მხოლოდ ბუნებრივად ფერმენტირებული პროდუქტები მიირთვათ. მაგალითად, რიაჟენკა, ნატურალური იოგურტი, კეფირი, მაწონი და მსგავსი (ასეთი პროდუქტები შაქარს და სხვა დანამატს არ შეიცავს).

„ნაკლებად ცხიმიანი (4-5%) ხაჭოს ყოველ მეორე დღეს მიღება სასარგებლოა“ – აღნიშნავს დიანოვა.ექსპერტი თვლის, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს და საკვებ ბოჭკოებს შეიცავენ, სასარგებლოა. ყოველდღე მიირთვით.

„ყოველი კვება ულუფა ხილსა და ბოსტნეულს, კენკრას, ჩირს, სალათს, მწვანილს აუცილებლად უნდა შეიცავდეს. ყოველდღე კაკლით და თესლით წაიხემსეთ“, ამბობს დიანოვა.ექიმი აღნიშნავს, რომ 40 წლის შემდეგ В ჯგუფის, D და А ვიტამინების, რკინის შემცველობა უნდა აკონტროლოთ.