ექიმი შეველევა: რა სარგებელი აქვს რიაჟენკას

413

რიაჟენკას მიღებამ შეიძლება იმუნიტეტის ფუნქცია გააუმჯობესოს, ამბობს ბიოლოგი სვეტლანა შეველევა.სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი განმარტავს, რომ რიაჟენკას მომზადების პროცესში რძის შაქრის (ლაქტოზა) კარამელიზაცია ხდება. ექიმი შეველევა აღნიშნავს, რომ ლაქტოზის ასეთი დამუშავება რიაჟენკას დამახასიათებელ შეფერილობას აძლევს, ასევე პროდუქტს უნიკალურად სასარგებლოს ხდის.

რძის შაქრის კარამელიზაციის შედეგად წარმოიქმნება ლაქტულოზა. ეს ნივთიერება ნაწლავის მიკროფლორაზე სასარგებლო გავლენას ახდენს. კუჭი და წვრილი ნაწლავი მას არ ითვისებს. ლაქტულოზა თავდაპირველი სახით მსხვილ ნაწლავში ხვდება, სადაც ლპობის ბაქტერიების გამანადგურებელ ძმარმჟავად ან სხვა მჟავად გარდაიქმნება. ასე ნაწლავების ფლორა უმჯობესდება და ეს იმუნიტეტზე დადებითად აისახება.

„რიაჟენკა, როგორც ყველა რძემჟავა პროდუქტი, კალციუმის, ცილების,  В ჯგუფის, А და D ვიტამინების, ასევე ფოსფორის, მაგნიუმის, რკინის და თუთიის წყაროა. 1 ჭიქა რიაჟენკა კალციუმის დღიური დოზის მეოთხეს, В12 ვიტამინის დღიური მოთხოვნილების 16%–ს და ცილების 8%–ს შეიცავს“ – ამბობს ექიმი შეველევა ამ პროდუქტის სარგებლის შესახებ.