ტატიანა ზახაროვა, საერთო პროფილის ექიმი ირწმუნება, რომ ოსტეოართრიტის მკურნალობა არ არსებობს. სპეციალისტი სიმპტომების შემსუბუქების მეთოდებზე საუბრობს.
„ჩვეულებრივ, პაციენტებს მსუბუქ ვარჯიშებს და გაწელვებს ვურჩევ, რომ მოქნილობა შეინარჩუნონ და სახსრების გარშემო კუნთები გააძლიერონ. ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც ოსტეოართრიტზე ეჭვი აქვთ, დროთა განმავლობაში აუცილებლად გაუარესდება. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომების გაუმჯობესების შანსი ნამდვილად არის“.
ექიმი გირჩევთ „მარტივ“ ქმედებებს „დიდი მნიშვნელობით“ ართრიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად.„მარტივი ვარჯიშები, როგორიცაა ყოველდღიური სიარული, მსუბუქი იოგა და პილატესი ძალიან მნიშვნელოვანია“.ასევე ექიმი გირჩევთ სწორი დიეტის დაცვას, რომ „წონა აკონტროლოთ“. ექიმი განმარტავს, რომ ეს „სახსრებზე, როგორიცაა მუხლები და ბარძაყები, დატვირთვას ამცირებს“.ჯანსაღი კვება, რომელიც მდიდარია ახალი ხილით და ბოსტნეულით, მთელი მარცვლეულის პროდუქტებით, კაკალით, თესლით და ცხიმიანი თევზით, მკვებავ ნივთიერებებს (ანტიოქსიდანტებს) შეიცავს. ანტიოქსიდანტები სახსრების ანთების შემცირებასა და დაზიანებული უჯრედების დაცვაში დაგეხმარებათ.
„თევზის ქონი ართრიტის პრევენციასა და მასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო დანამატი დიდად დაგეხმარებათ. ყველა ოსტეოართრიტს ანთების შესაბამისი ხარისხი აქვს“.