უკრაინელი მზარეულის რჩევები, როგორ გააკეთოთ კონსერვი უმარილოდ

541

Vivien გიზიარებთ ცნობილი უკრაინელი შეფმზარეულის, ევგენი კლოპოტენკოს რჩევებს, როგორ გააკეთოთ კონსერვი მარილის გარეშე. მარილი კონსერვანტია და ბოსტნეულის კონსერვის მომზადებისას მისი გამოყენება აუცილებელი არაა. ამ გემრიელ დანამატს ალტერნატივები აქვს და მათ შესახებ დეტალურად გიამბობთ.

მზარეულის რეკომენდაცია – ბოსტნეულის დასაკონსერვებლად შაქარი და ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მარილი აუცილებელი არაა. გემო არ გაფუჭდება. ძმარი და შაქარი კარგი კონსერვანტებია.

ალტერნატიული საშუალებები – ბევრი კერძი მარილის გარეშე შეგიძლიათ მოამზადოთ. კერძის გემოს გამოსაკვეთად მისი ალტერნატიული ვარიანტები გამოიყენეთ.

  • ნიორი. ნივრის მძაფრი სუნი და გემო მარილის ფუნქციას შეასრულებს. ნივრიანი კერძის გემო მდიდრული და გამოხატული ხდება.
  • მწვანილები. ქინძი, კვლიავი ან ძირა გამოიყენეთ და მათი არომატის ძალა გაგაოცებთ. მწვანილები მარილის აუცილებლობას დაგავიწყებთ.
  • ზღვის კომბოსტო. საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან ლამინარია ნატურალურ ზღვის მარილს და იოდს, ასევე სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.
  • ლიმონის წვენი. უმარილობას ლიმონის სიმჟავე გადაფარავს. გარდა ამისა, ციტრუსის წვენი ძალიან სასარგებლოა. კერძი C ვიტამინით გამდიდრდება.
  • ძმარი. სალათის, ხორცის და თევზის კერძებში გამოიყენეთ. ხშირად არ გამოიყენოთ, რადგან ბევრი ძმარი კუჭ–ნაწლავის ორგანოებზე ცუდად მოქმედებს.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რას იყენებთ მარილის ნაცვლად და როგორ აკონსერვებთ ბოსტნეულს უმარილოდ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს