მორიელის შესაძლებლობა, რომელიც ერთდროულად მისი ნიჭი და წყევლაა

717

მორიელი ყველაზე უჩვეულო ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ყოველთვის ვერ უგებენ, ზოგჯერ ეშინიათ კიდეც. ამბობენ, რომ მორიელს რთული ხასიათი აქვს, სხვასაც ტანჯავს და საკუთარ თავსაც. სინამდვილეში, ასტროლოგების აზრით, მორიელი უნიკალურ ძალას და ჯადოსნურ პოტენციალს ფლობს. ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს არ შეუძლია ნიჭის მართვა, ამიტომ მისი ცხოვრება რთულია. Vivien გიზიარებთ მორიელის შესაძლებლობებს, რომელიც ერთდროულად მისი ნიჭი და წყევლაც არის. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და ამ ნიშნის სიძულვილს შეწყვეტთ.

მორიელის ცხოვრება – ასტროლოგ ანჯელიკ ჟურავსკაიას თქმით, მორიელი უდიდეს ენერგეტიკულ ძალას ფლობს, რომელსაც „სულის კრისტალსაც“ უწოდებენ. მორიელი გარე ნეგატიურ ვიბრაციებს სხვებზე მეტად შთანთქავს. სწორედ ეს ნიშანია შექმნილი იმისთვის, რომ ნეგატიური ენერგეტიკა შთანთქას და პოზიტიურად გარდაქმნას. მისი მფარველი პლანეტაა პლუტონი, ენერგიის პლანეტა. გამოდის, რომ მორიელი სხვა ნიშნებს შორის  უძლიერ ენერგეტიკას ფლობს. მორიელს შეუძლია გაამრავლოს ის ენერგია, რომელიც მასში გადის.მორიელისთვის სულიერი, ემოციური და ენერგეტიკული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოძებულ ნიჭს გაუმკლავდეს. პარადოქსულია, მაგრამ ემოციური კეთილდღეობის ზრდასა და სპონტანურ სტრესთან შეგუებაზე პასუხისმგებელია მთვარე, რომელიც მორიელის ნიშანში სუსტ ადგილზეა. სწორედ ამიტომ, მორიელი სტრესულ სიტუაციას ნელა ეგუება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციების შეკავება არ შეუძლია. პირიქით, რთულ სიტუაციას ნელა, მაგრამ დარწმუნებით ეგუება და ემოციურ დონეზე ამყარებს.

ემოციური მორიელი – დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ემოციების და ძალის მართვა უნდა ისწავლოს, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს. თუ ამას არ გააკეთებს, გაუჭირდება იმ ნეგატივთან გამკლავება, რომელსაც აგროვებს. ასეთი მორიელი მუდმივად დეპრესიაშია. ეჩვენება, რომ ყველა გულს ტკენს და ვერ უგებენ. დაგროვებული ნეგატივის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ზოგი მორიელი შეიძლება თავშეკავებული იყოს, სხვა – ყველა წვრილმანზე ფეთქდებოდეს. სინამდვილეში, ეს წვრილმანი შეიძლება უკანასკნელი წვეთი იყოს.თუ მორიელი ემოციებით და განცდებით სავსეა და ვერავის უგებს, გამოდის, არ ვითარდება და ნეგატივის პოზიტივად გარდაქმნის უნარს კარგავს. ძლიერი ენერგია მორიელს ანადგურებს, ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. მორიელის სულიერი ბალანსის განვითარების სამი დონე არსებობს. პირველ დონეზე დათრგუნული და გაღიზიანებულია. მეორე დონეზე უსიამოვნო სიტუაციებზე პოზიტიურად რეაგირებას ცდილობს. მესამე დონეზე რეალიზებული და ბედნიერია, სამყაროს თავის წარუმატებლობაში არ ადანაშაულებს.

მორიელს განკურნება შეუძლია – როცა მორიელი ემოციურად ვითარდება, შავი ტარანტულიდან თეთრ გედამდე გზას გადის. რთული გზაა და მუდმივად საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. მორიელი შეიძლება ბედნიერი და შემდგარი იყოს. გარდა ამისა, მორიელი, რომელმაც საკუთარ თავთან ჰარმონია იპოვა, სხვებს განცდებთან გამკლავებაში ეხმარება. როცა მორიელი სხვას ეხმარება, შინაგან კონფლიქტებს აგვარებს და თეთრი მტრედის ტიტულს უახლოვდება.ასტროლოგის თქმით, ყველა ადამიანს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ბედნიერი იყოს. ადამიანს ემოციები იმისთვის აქვს, რომ სრულად განიცადოს. სიხარულის ან მწუხარების დათრგუნვა არ სცადოთ. სპეციალისტს დახმარება სთხოვეთ, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მოძებნეთ, როცა თავს ცუდად გრძნობთ. საკუთარი თავის მიღება ბედნიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.