ბევრი ადამიანი ჟუნჟრუკის თვისებებს დაუმსახურებლად არ აფასებს. ადრე ამ ბალახს მომაბეზრებელ სარეველად მივიჩნევდი, თურმე მისი სასარგებლო თვისებები ფასდაუდებელია. Vivien გიამბობთ, ბოსტნის რომელი სარეველა შეგიძლიათ კულინარიულ დახვეწილობად აქციოთ. მწვანე საგანძური!
ჟუნჟრუკის თვისებები – თითქმის ყველა მებოსტნე და მებაღე ამ მცენარეს სარეველად იცნობს. მიწაზე ფრთხილად ეფინება, თავისი ვარსკვლავის ფორმის ყვავილებით თვალს ახარებს, მაგრამ მოშორება რთულია. ბევრი მეაგარაკე მასთან ბრძოლაში დიდ ენერგიას ხარჯავს. ცოტამ თუ იცის, რომ ჟუნჟრუკი ძალიან სასარგებლოა. ბალახში შედის ბევრი თუთია, რკინა, მაგნიუმი, კაროტინი და ტანინები. ჟუნჟრუკი ბუტერბროდს და სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ, რადგან ლიმონზე მეტ С ვიტამინს შეიცავს. ასევე Е ვიტამინს, ახალგაზრდობის ვიტამინს შეიცავს.
ჟუნჟრუკი მიხაკისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ტრადიციული მიხაკის შორეული ნათესავია. ვარსკვლავის ფორმის პატარა თეთრი ყვავილები აქვს, რის გამოც „ვარსკვლავას“ ან „საშუალო ვარსკვლავას“ უწოდებენ. ლამაზია, ასეა? ხალხში მცენარეს უწოდებენ ნაცარას, ბოწვას, ბოწოწიას, კინკას, ჩიტის თოლაის, ჟრიჭას. უნიკალური თავისებურება აქვს: ნებისმიერ ამინდში, თუნდაც ნისლიან დილას ან ცხელ შუადღეს წვნიანი და სველია, მიწიდან და ჰაერიდან წყალს იწოვს. სწორედ ამიტომ, ბოსტნიდან მისი მოშორება რთულია, თუნდაც ყოველდღე გამარგვლოთ და ფესვიანად ამოთხაროთ.
ყვავილებით ამინდის პროგნოზირება შეიძლება: თუ დილით ყვავილის ფურცლები არ გაიხსნება, შუადღისით იწვიმებს. მას დააკვირდით. ასეთი ბარომეტრი მინიმუმ მთელი ზაფხული შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან აპრილიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს.ცოცხალი ჟუნჟრუკი ძალიან გემრიელია სალათში, განსაკუთრებით სხვა ბალახებთან ერთად (ოხრახუში, კამა, ხახვი, ნიახური). ბევრი ერის კულტურაში სხვადასხვა კერძებში იყენებენ. მაგალითად, კავკასიაში ჟუნჟრუკის კვერებს აკეთებენ (ჟუნჟრუკს შიგთავსის 1/3 მოცულობას იღებენ, ხოლო 2/3 – სხვა ბოსტნის ბალახი).
ჟუნჟრუკით სუპერვიტამინური სმუზი შეგიძლიათ მოამზადოთ. ბევრ ენერგიას მოგცემთ და ზამთრის შემდეგ ვიტამინებით მოგამარაგებთ. მოსამზადებლად 1 კონა ჟუნჟრუკი, 1 ფორთოხალი და 1 სტაფილო დააბლენდერეთ. ჩაის კოვზით კოჭა, მწიკვი კურკუმა, შავი წიწაკა და 1 ჭიქა წყალი დაუმატეთ. სასმელი დილით დალიეთ. იმუნიტეტი გაძლიერდება და განწყობა ამაღლდება.მცენარე ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის რეკომენდებული არაა. სხვა შემთხვევაში მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
ჟუნჟრუკი შეგიძლიათ მოიმარაგოთ. განსაკუთრებით, მიწისზედა ნაწილი, რომელიც ყვავილობისას იკრიფება. ჩრდილში მაქსიმუმ 40 გრადუს სითბოში გაახმეთ. ტილოს ტომარაში ან მინის ან ხის თავსახურიან ჭურჭელში შეინახეთ. ხმელი ჟუნჟრუკი სხვადასხვა კერძს ზამთარში დაუმატეთ.ჟუნჟრუკი სანელებელიც არის და სასარგებლო მცენარეც. თავად გადაწყვიტეთ, დაუნდობლად გაანადგურებთ თუ კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენებთ.