დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს ბედში მთავარ როლს თამაშობს

0
2758

ადამიანები მათ ცხოვრებაში დაბადების წლის მნიშვნელობას ყურადღებას არ აქცევენ. ნუმეროლოგები ირწმუნებიან, რომ დაბადების წლის ბოლო ციფრს ადამიანის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. თქვენ გადაწყვიტეთ, გჯერათ თუ არა ნუმეროლოგიის. საინტერესოა, რას მალავს თქვენი დაბადების თარიღი. Vivien ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

დაბადების წლის მნიშვნელობა – ამბობენ, რომ ადამიანის დაბადების წელი წინასწარ განსაზღვრულია. ნუმეროლოგიის თვალსაზრისით, ბოლო ციფრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მას ერთ–ერთი საკრალური ელემენტი შეესაბამება. ის განსაზღვრავს, როგორ ცხოვრობთ და ადამიანის არსებობის მთავარ საიდუმლოს მალავს. ითვლება, რომ დაბადების თარიღში დაშიფრულია განსაკუთრებული კოდი, ადამიანის გზის მთავარი ციფრი. დაბადების წლის ბოლო ციფრი თითოეულის ბედზე კარდინალურად აისახება.

ციფრები 0 და 1 – თუ დაბადების წელი ამ ციფრებზე მთავრდება, თქვენი ელემენტი ლითონია. ის მკაცრ ხასიათსა და თავდაჯერებულობაში ვლინდება. ასეთ ადამიანს საკუთარი თავის დაცვა შეუძლია და ზუსტად იცის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. ამაში ეხმარება საუკეთესო თვისებები: მოთმინება, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და ენერგიულობა. ლითონის სულის მფლობელს სირთულეები არ აშინებს. ფინანსების სფეროში განსაკუთრებით წარმატებულია. დამოუკიდებლობა და თვითკმარობა ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება. ქაოსი მისთვის უცხოა. ყველაფერში ბალანსს იცავს. ზოგჯერ ემოციური თავშეკავება ხალხთან კონტაქტის დამყარებაში ხელს უშლის, მაგრამ ლითონის პიროვნებისთვის ეს პრობლემა არაა. მეგობრების ვიწრო წრე ჰყავს, რომელიც ყოფნის. ნეგატიურ თვისებებს შორის გამოირჩევა ჯიუტობა და ზემომთხოვნელობა.

ციფრები 2 და 3 – ეს ციფრები წყლის ელემენტის სიმბოლოა. მისი მფლობელი ბუნებით ძალიან კეთილია. სხვებს კარგად გრძნობს, მათ ურთიერთობას საკუთარ თავზე იღებს. ხელოვნება, ფსიქოლოგია, ფილოსოფია – მთავარი მიმართულებებია, რომელთაც სჯობს ცხოვრება დაუკავშიროს. აქ წარმატებას მიაღწევს. წყლის სტიქია ახასიათებს მას, ვისაც დინების მიმართულებით სვლა უყვარს და ნებისმიერ სიტუაციას ერგება. ამაში შემოქმედებითი აზროვნება და კარგად განვითარებული წარმოსახვა ეხმარება. გარდა ამისა, შინაგან ხმას უსმენს და ინტუიციას ენდობა. როგორც ორგანიზატორის, ასევე შემსრულებლის როლს შესანიშნავად უმკლავდება. ყველა კარგი თვისების მიუხედავად, ხშირად ფარულად მოქმედებს. წყლის მმართველს სირთულეები არ მოსწონს. ყველგან მარტივ გზას ეძებს, ამიტომ მანიპულაციებს იყენებს. ასეთ ადამიანთან ფხიზლად უნდა იყოთ.

ციფრები 4 და 5 – თუ თქვენი დაბადების წელი 4–ზე ან 5-ზე მთავრდება, ალბათ, პრაქტიკული და მიწიერი ადამიანი ხართ. თქვენი ელემენტი ხეა. ასეთ ადამიანს ბეჯითად შრომა შეუძლია, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. თავს ზემოთ გადახტომას არ ცდილობს. ამ ელემენტის მფლობელი სხვებს კარგად უგებს. გუნდში მუშაობა, ახალი მეგობრების შეძენა და მოგზაურობა უყვარს. წარმატებას მიაღწევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბანკო საქმე, მენეჯმენტი, მეცნიერება ან სოფლის მეურნეობა. წყლის ადამიანს დარწმუნების იშვიათი ძალა აქვს. არტისტული და კრეატიულია, რაც სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ეხმარება. ზოგჯერ ზომა არ იცის და ბევრ მოვალეობას საკუთარ თავზე იღებს. ასეთი ბობოქარი თვისებების მიუხედავად პასიურობა ახასიათებს.

ციფრები 6 და 7 – ციფრები ცეცხლის სტიქიას შეესაბამება. ამ ელემენტს ენერგიული და ამბიციური ადამიანი ფლობს, რომელმაც ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებაში. მარტოობა არ უყვარს, ამიტომ მუდმივად ხალხში ყოფნას ცდილობს. სპონტანურობა და ავანტიურიზმი მისი მეორე სახელია. ასე მხიარულად ცხოვრობს და სამსახურში კონტაქტებს ამყარებს. ცეცხლის ადამიანი ახლობლების მიმართ მზრუნველია და ოჯახურ კავშირებს მხარს უჭერს. წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელია, თუნდაც ამის გამო ადამიანებზე გადაბიჯება მოუწიოს. და მაინც, ბუნებით კეთილი და მეგობრულია. საკუთარ ძალაში დარწმუნებულია, რადგან საკუთარი თავის ფასი იცის. ზედმეტი ემოციურობა და იმპულსურობა ხშირად ხელს უშლის. ზოგჯერ სხვებთან მიმართებაში საკმაოდ ეგოისტურად იქცევა.

ციფრები 8 და 9 – საიმედო, მომთმენი და გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც მიწის სტიქიის მფლობელია. ყველაფრის კონტროლი უყვარს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. უკონტროლო სიტუაციაში ახლობლების მხარდაჭერა სჭირდება. ყველაზე მეტად უცნობლობა აშინებს. მიწის წარმომადგენელი შეიძლება გახდეს კარგი მასწავლებელი, იურისტი, ექიმი და პოლიტიკოსი. სირთულეებს თანდათან უმკლავდება, არასდროს ჩქარობს. კარგ თვისებებს შორის გამოიყოფა პასუხისმგებლობა, ამბიციურობა და ზნეობა. გარდა ამისა, თავისი უპირატესობების გამოყენება შეუძლია. ფულის ენერგეტიკას კარგად გრძნობს. საკუთარი მოგების მისაღებად ყველაფერზე წამსვლელია, ამიტომ ეგოიზმის და სიჯიუტის გამოვლენა ახასიათებს.