თუ სუპერმარკეტებში შესქელებული რძის ფასი გეძვირებათ და მისი საეჭვო შემადგენლობაც, რომელიც კონსერვანტებს, საღებავებს და სხვადასხვა მცენარეულ ზეთს შეიცავს, არ გაკმაყოფილებთ, Vivien გირჩევთ სახლში მოამზადოთ. ზედმეტი არაფერია საჭირო. მარტივი ინგრედიენტებით უფრო სასარგებლო პროდუქტს მიიღებთ, რომელსაც ოჯახის წევრებს უშიშრად მიართმევთ.
ინგრედიენტები:
- 500 მლ ახალი რძე
- 100 გ შაქარი
მომზადების წესი:
- 3%–იანი რძე და შაქარი ქვაბში მოათავსეთ. ცეცხლზე დადგით. შაქრის გახსნამდე დროდადრო აურიეთ.
- ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. თუ სპატულზე მსხვილ შაქარს ვერ ხედავთ, გამოდის, უკვე გაიხსნა და პროცესი დასრულდა.
- ახლა ცეცხლს აუწიეთ და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ სუსტ ცეცხლზე 50-60 წუთით ხარშეთ. ქაფი რეგულარულად მოაშორეთ.
- მზა ნარევი საცერში გაწურეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ჭურჭელს შესქელებული რძით შესაფუთი პარკი დააფარეთ და გრილ ოთახში გაიტანეთ. გაცივებული შესქელებული რძე საბოლოოდ გასქელდება.
- შინ მომზადებულ შესქელებულ რძეს გარეგნულად მაღაზიაში ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ. აი, გემო უკეთესი აქვს. შემადგენლობაშიც დარწმუნებული ხართ. გემრიელად მიირთვით!
რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ, თუ ხარისხიან რძეს იშოვით. საეჭვო ხარისხის და ძვირადღირებული პროდუქტის მაღაზიაში ყიდვა აღარ მოგიწევთ, რადგან საკუთარ სამზარეულოში შეგიძლიათ გააკეთოთ. შესანიშნავი შედეგი გარანტირებულია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს