სისხლძარღვები ახალივითაა: 4 რეცეპტი არტერიების გასაწმენდად

862

მცდარია მოსაზრება, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე მხოლოდ ხანდაზმულებმა უნდა აკონტროლონ. ის ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში სისხლძარღვების კედლებზე დაგროვებას იწყებს. რა თქმა უნდა, ათეროსკლეროზი და ქოლესტერინის ფოლაქები 2 დღეში არ ჩნდება და სისხლძარღვებს ერთი პროცედურით ვერ გაწმენდთ. ასაკთან ერთად ადამიანის ღვიძლი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს და პროცესის შეფერხებას მხოლოდ მედიკამენტებით შეძლებთ. თქვენ შეგიძლიათ ქოლესტერინის სისხლძარღვების კედლებზე დალექვა თავიდან აიცილოთ. Vivien გირჩევთ ხალხურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით სისხლძარღვების გაწმენდთ.

შინაურული საშუალებები, რომლებიც სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან წმენდს

  1. ნივრის ნაყენი. 150 გ დაქუცმაცებული ნიორი ქილაში ჩაყარეთ და 150 მლ სპირტი ან არაყი დაასხით. ქილას თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 10 დღე გრილ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ მარლაში გადაწურეთ და 3 დღე დააყენეთ. მზა ნაყენი დღეში 3–ჯერ (20 წვეთი 50 გ წყალში ან რძეში გააზავეთ), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 1 თვე.
  2. ასკილის და წიწვის ნახარში. 5 ს/კ დაქუცმაცებული წიწვი, 2 ს/კ ასკილის ნაყოფი და 2 ს/კ ხახვის ფურცლები აურიეთ. 700 მლ მდუღარე წყალი დაასხით. აურიეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. თერმოსში ჩაასხით და 1 ღამით გააჩერეთ. ყოველდღე 1 ლ ნახარში დალიეთ. კურსი – 1 თვე.
  3. ნიგვზის ნაყენი. 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ნიგვზის უღელს 0,5 ლ არაყი დაასხით. ნარევს დააფარეთ და 2 კვირა გრილ ადგილას გააჩერეთ. ნაყენი დღეში 3–ჯერ (15-20 წვეთი 1 ს/კ წყალში გააზავეთ) დალიეთ. კურსი – 2 კვირა.
  4. უმარტივესი საშუალება. ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევი ყოველ დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. სხვათა შორის, ციტრუსი ნებისმიერი ფორმის ქოლესტერინს შესანიშნავად უმკლავდება. ლიმონის მარმელადი აუცილებლად სცადეთ!

ქოლესტერინის დონე რომ დაარეგულიროთ, ხოლო სისხლძარღვები გაასუფთავოთ, მხოლოდ დიეტის დაცვა საკმარისი არაა. აქტიურად უნდა იცხოვროთ. მეტი იმოძრავეთ, ფეხით სიარულს უპირატესობა მიანიჭეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ასე სისხლძარღვებს გაწმენდთ და ნერვული სისტემის მუშაობას გააუმჯობესებთ.