დაბუჟება სხეულის სხვადასხვა ნაწილში: რა იმალება ამ შეგრძნების მიღმა

645

სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაბუჟება უვნებელი მოვლენა ან სერიოზული დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. ალბათ, ყველა ზრდასრულ ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება ერთხელ მაინც უგრძვნია. როგორც წესი, დაბუჟებას ახლავს უსიამოვნო სიმპტომები: მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტა, „ჭიანჭველები“, სხვა შეგრძნება ან დამბლის ნიშნები. ფეხები, ტერფები, თითები და სახეც შეიძლება დაზიანდეს. რა იმალება ამის მიღმა?

  • დაბუჟება გაღვიძების ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. დილით გაღვიძებისას ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ ფეხის ან ხელის დაბუჟებას ხშირად ვგრძნობთ. მიზეზი: სხეულის გარკვეულ პოზაში ნერვულ ხაზზე ზეწოლა, რაც სისხლის მიმოქცევას ამცირებს. უმეტესად, ასეთი დაბუჟება უვნებელია. თუ დაბუჟება რამდენიმე საათით გრძელდება, ექიმს მიმართეთ.
  • ხელის, ფეხის, სახის დაბუჟება. ეს შეიძლება ფიბრომიალგიაზე საუბრობდეს, განსაკუთრებით სხვა სიმპტომების შემთხვევაშიც: სახსრების და კუნთების ტკივილი, მუდმივი დაღლილობა. უმეტესად, ასეთი მტკივნეული შეგრძნებები შუახნის ქალებს აწუხებთ.
  • ცერა, საჩვენებელი თითის დაბუჟება. მაჯის არხის სინდრომის სიმპტომი. ამ დროს ხელის ნერვი მაჯის მიდამოში მყესის კავშირების შევიწროების გამო იჭედება. ამ პათოლოგიის დროს ცერა თითზე ჩხვლეტა იგრძნობა, რომელიც წინამხარში გადადის.
  • სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება. დაბუჟება ან დამბლის ნიშანი, რომელიც სხეულის ერთ მხარეს მოულოდნელად ჩნდება, შეიძლება ინსულტის წინამორბედი იყოს. დაზიანებული სივრცე მოიცავს ხელებს, ფეხებს, სახეს, პირს. ინსულტის შემთხვევაში დაბუჟება რამდენიმე წუთში ვითარდება და შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, მხედველობის და მეტყველების პრობლემები. ამ დროს სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, თუნდაც სიმპტომები გარკვეულ დროში თავისით გაქრეს.
  • დაბუჟება, რომელიც რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაში უარესდება. მსგავსი შეგრძნება გაფანტული სკლეროზის, თავის და ზურგის ტვინის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. ხშირად ამ პათოლოგიის დროს პაციენტს ფეხების დაბუჟება აწუხებს. დაბუჟება შეიძლება სიმსივნის სიმპტომიც იყოს. როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი შეიძლება გარკვეულ ნერვზე ზეწოლას ახდენს, რაც დაბუჟებას ან დამახასიათებელ ჩხვლეტას იწვევს.

„ყოველთვის ექიმს მიმართეთ, თუ განმეორებად, მუდმივ ან დროთა განმავლობაში გაძლიერებულ დაბუჟებას გრძნობთ“.

დაბუჟების ძირითადი მიზეზები. მთავარი გამომწვევი ნერვის დაზიანებაა, რომელიც სხვადასხვა პრობლემის შედეგი შეიძლება იყოს. აი, რას შეუძლია მისი გამოწვევა:

  • ტრავმა, ზეწოლა
  • მეტაბოლური დაავადებები (მაგალითად, დიაბეტი)
  • მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი: განსაკუთრებით მაგნიუმი, კალციუმი, B12 ვიტამინი.
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა
  • ინფექციები
  • ალკოჰოლური დამოკიდებულება
  • ხერხემლის თიაქარი
  • სიმსივნე
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს