ნუტრიციოლოგი, ეკატერინა ნოვიკოვა ამბობს, რა წესები უნდა დაიცვათ ლამაზი და ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად. ნიღბები, კრემები და შრატები კარგია, მაგრამ კანის გარედან მოვლა საკმარისი არაა. შიგნიდან გამოკვებაც სჭირდება.„ვიტამინები, ანტიოქსიდანტები ყველაზე ცნობილი დამხმარეები არიან, რომლებიც შიგნით უნდა მიიღოთ. ესაა А, С, Е ვიტამინები“ – ამბობს ექსპერტი.
- ახალგაზრდობის შენარჩუნებაში კოენზიმი Q10 დაგეხმარებათ. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ელასტინის და კოლაგენის ბოჭკოების მშენებლობაში მონაწილეობს. ასაკთან ერთად ორგანიზმში კოენზიმი Q10–ს მარაგი იცლება. შესაბამისად, კანი გარე აგრესიულ ფაქტორებს რთულად ეწინააღმდეგება.
- კანის სილამაზისთვის B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი უნდა შეავსოთ. ისინი ბევრ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობენ, მათ შორის კანის ზედაპირის მოქნილობაზე პასუხისმგებელნი არიან. ამ ვიტამინების დეფიციტისას უჯრედების რეგენერაცია ნელა ხდება.
- ასტაქსანტინი ახალგაზრდობის მთავარი ანტიოქსიდანტია, Е და С ვიტამინებზე უფრო ძლიერია. თავისუფალ რადიკალებს უმკლავდება, ოქსიდაციური სტრესის დონეს ამცირებს.
- კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ამინომჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თქვენს ვიტამინებს დაუმატეთ გლიცინი, ლიზინი და ტრიპტოფანი.
- ომეგა 3 აკნეს ებრძვის, კოლაგენის ბოჭკოების დაშლას აფერხებს.
- კურკუმინი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის, სისხლს ტოქსინებისგან წმენდს. მათი დაგროვება სახის არაჯანსაღი ფერის, ხორკლიანი ზედაპირის, გამონაყარის და ანთების ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს