ერთხელ ინგრედიენტების სია უყურადღებოდ შევისწავლე და მობრაწულისთვის პუდინგის ყიდვა დამავიწყდა. საბედნიეროდ, ვიცი, რომ მისი ჩანაცვლება სიმინდის სახამებლით და ვანილით წარმატებით შეიძლება. აი, რით ჩავანაცვლოთ სახამებელი, უფრო რთული საკითხია. კულინარიულ ფორუმზე მხიარული დიასახლისები დამეხმარნენ.სახამებელს ცომეულს ვუმატებ, ზოგჯერ სოუსს გასასქელებლად ვაყრი. სახამებელს არა მხოლოდ კულინარიაში ვიყენებ, ამიტომ ყურადღებას ვაქცევ, რომ სახლში ყოველთვის მქონდეს. თუ მოულოდნელად გათავდა, გასწავლით, რა გამოიყენოთ სახამებლის ნაცვლად.
სახამებლის ალტერნატივა: 5 იდეა
- როგორც უკვე გითხარით, სახამებელს სოუსის გასასქელებლად ვიყენებ. ამ საქმეში ჩვეულებრივი ფქვილიც დაგეხმარებათ. მართალია, უფრო მეტი ფქვილის დამატება მოგიწევთ. რაოდენობა მზადების პროცესში თავად აკონტროლეთ.
- ახლა ცომეულზე ვისაუბროთ. თუ რეცეპტში 2 ს/კ სახამებელია მითითებული, 1 დიდი კვერცხით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.
- თუ ცომეული ტკბილია, სახამებლის ნაცვლად ქოქოსის ან შვრიის ფანტელები შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, ფანტელები უნდა დაფქვათ. ორივე შემთხვევაში ბლენდერით ფქვილის მიღებამდე დაფქვით.
- ცომში სახამებელის ალტერნატივად მანანის ფაფაც გამოგადგებათ. მანანის ბურღული რძეზე მოხარშეთ, ცოტა ლიმონის ცედრა და შაქარი დაუმატეთ. ფქვილს და სხვა ინგრედიენტებს აურიეთ. შესანიშნავი ცომი გამოვა!
- თუ რძიანი დესერტის მომზადება გადაწყვიტეთ, მაგრამ სამზარეულოში გრამი სახამებელი ვერ იპოვეთ, ჟელატინი ან აგარ–აგარი გამოიყენეთ. ასეთი ტკბილეული ჩიას ან სელის დაფქული თესლით შეგიძლიათ გაასქელოთ. უფრო სასარგებლო გამოვა!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს