ქოლესტერინს ხშირად ნეგატიური მხრიდან განიხილავენ. ქოლესტერინი ნორმალურ დონეზე ბევრ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. აუცილებელია, რომ მისი მაჩვენებელი რეგულარულად აკონტროლოთ, რომ სერიოზულ შედეგებს თავი აარიდოთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ. Vivien გიამბობთ, როგორ შეამციროთ სისხლში ქოლესტერინი სწრაფად და ეფექტურად. პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა არის ქოლესტერინი და რა იწვევს მის ზრდას.
რა არის ქოლესტერინი – ქოლესტერინი განსაკუთრებული ნივთიერებაა, რომელიც ცოცხალი უჯრედების სტრუქტურის ნაწილია. ამ ნაერთის დაახლოებით 80%–ს თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს, ხოლო დანარჩენი საკვებიდან მოდის. ქოლესტერინი ქალის და კაცის ჰორმონების, D ვიტამინის, ნაღვლის გამომუშავებაში მონაწილეობს, უჯრედის კედლის შემადგენლობაში შედის და მათ აღდგენაში ეხმარება.პირობითად, „ცუდ“ და „კარგ“ ქოლესტერინად იყოფა, ეს დამოკიდებულია ლიპოპროტეინების სტრუქტურაზე – რთული ცილა, რომელსაც ქოლესტერინი მთელ ორგანიზმში გადააქვს. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) სისხლძარღვებში გროვდება და ცუდ ქოლესტერინად ითვლება. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL) კარგი ქოლესტერინია, რადგან ყველა ზემოჩამოთვლილ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს.
ქოლესტერინის ნორმები და ზრდის მიზეზები – სისხლში ქოლესტერინის დონეს სპეციალური დეტალური ანალიზი, ლიპიდოგრამი ადგენს. ნორმის მაჩვენებლები დამოკიდებულია ასაკობრივ მახასიათებლებზე, სქესზე, მემკვიდრეობასა და სხვა რისკ ფაქტორებზე. რამდენია მაღალი ქოლესტერინი? ზრდასრული ადამიანისთვის საშუალო მაჩვენებელია 5 მმოლ/ლ. ამ მაჩვენებელთან მიახლოებული შედეგები ან მისი გადაჭარბება კარგი მიზეზია, რომ მაღალი ქოლესტერინის მკურნალობა და პროფილაქტიკა დაიწყოთ. რატომ იზრდება ქოლესტერინის დონე?
- არასწორი კვება
- ნერვული დაძაბულობა
- თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლი
- მემკვიდრეობითი მიდრეკილება
- შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინული ჯირკვლის დისფუნქცია, ღვიძლის დაავადება და სხვა პათოლოგიები
- ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი
რა საფრთხეს შეიცავს მაღალი ქოლესტერინი? – ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვებში გროვდება, ათეროსკლეროზის ფოლაქებით ბლოკავს. ათეროსკლეროზი გულ–სისხლძარღვთა სისტემის სერიოზულ დაავადებებს იწვევს: უარეს შემთხვევაში ინფარქტს და ინსულტს. მაღალმა ქოლესტერინმა შეიძლება ნაადრევი სიკვდილი და უნარების შეზღუდვა გამოიწვიოს.მაღალი ქოლესტერინისადმი შეიძლება მემკვიდრეობით მიდრეკილება გქონდეთ. ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბავშვობაში, ასევე ზრდასრულ ასაკში. თუ ნათესავებს მაღალი ქოლესტერინი ან გულისა და სისხლძარღვების პრობლემები აქვს, დროა ჯანმრთელობის კონტროლი დაიწყოთ.
პროდუქტები, რომლებიც სისხლში ქოლესტერინს ამცირებენ
- თევზი
- ხორცი და რძე
- ბოსტნეული და ხილი
- კაკალი
- მარცვლეული და პარკოსანი
- სანელებლები
- სასმელი
როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე სიხლში სწრაფად და ეფექტურად? – პირველ რიგში, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად ცხოვრების წესი და ჩვეული რაციონი უნდა შეცვალოთ. მჭლე ხორცი, პარკოსანი, მწვანილი და უჯრედისი სისხლში LDL დონეს უმოკლეს დროში შეამცირებს.ალკოჰოლის ჭარბი მიღება და თამბაქო აძლიერებს ცუდი ქოლესტერინის ზრდას, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე გროვდება. ნებისმიერი მკურნალობა უშედეგოა, თუ მავნე ჩვევებს არ მოიშორებთ.მოძრავი ცხოვრების წესი ჯანმრთელი გულ–სისხლძარღვთა სისტემის გარანტიაა. სპორტი სისხლძარღვებს ატონიზირებს, რაც აუცილებელი ნივთიერებებით საკმარისად გაჯერებას უზრუნველყოფს. ფიზიკური დატვირთვა ზედმეტ ცხიმს წვავს, საერთო განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს. სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად სირბილით, სპორტული სიარულით, აერობიკით და ცურვით შეგიძლიათ დაკავდეთ.აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი მეთოდები დაგეხმარებათ, როცა ქოლესტერინის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია. დონის ძლიერი მატებისას სამკურნალო ჩარევა საჭიროა.
მედიკამენტები სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად – ქოლესტერინის შესამცირებელი წამლები რამდენიმე ტიპად იყოფა. მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი წამალი და რა დოზით დანიშნოს, ვინაიდან ქოლესტერინის მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
სტატინები – ეფექტური და გავრცელებული მედიკამენტია, რომელიც LDL ქოლესტერინს მნიშვნელოვნად ამცირებს. ბლოკავს ღვიძლის ფერმენტს, რომელიც ქოლესტერინს ასინთეზებს, ასევე მის დამუშავებას აჩქარებს. პრეპარატი ჰიპერქოლესტერინემიის, გულის და სისხლძარღვების დაავადებების მაღალი რისკის, დიაბეტის, ათეროსკლეროზის და გადატანილი ინფარქტის დროს ინიშნება. მთავარი მინუსი: სტატინები ღვიძლის მუშაობაზე დამღუპველად მოქმედებს, სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას იწვევს.
ფიბრატები – პრეპარატი სისხლში ქოლესტერინის ძლიერი მატებისას ინიშნება. ფიბრატები აძლიერებს ფერმენტის აქტივობას, რომელიც ტრიგლიცერიდების დაშლაზე გავლენას ახდენს. შედეგად, ქოლესტერინის დონე მცირდება და ათეროსკლეროზის განვითარება ფერხდება. მკურნალობისას ხშირია გვერდითი შედეგები. ამ წამლის მიღებისას შეიმჩნევა ღვიძლის მუშაობის დარღვევა, მიალგია და ნაღვლკენჭოვანი დაავადება. ფიბრატების მიღება არ შეიძლება სისხლწარმოქმნის დარღვევის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს.
ნაღვლის მჟავათა სეკვესტრანტები – დამხმარე და კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება. ისინი სისხლში ქოლესტერინს და ნაღვლის მჟავებს უკავშირდებიან. ორივე ნაერთი საჭმლის ნორმალური გადამუშავებისთვის აუცილებელია. ორგანიზმი მათ ეფექტურად ამუშავებს არსებული ქოლესტერინისგან, შედეგად ჰიპერქოლესტერინემია მცირდება. სეკვესტრანტები უსაფრთხოდ ითვლება, რადგან კუჭ–ნაწლავის ტრაქტში არ შეიწოვება და შედეგად ორგანიზმზე ნეგატიურად არ მოქმედებს.
ნიკოტინის მჟავა – ნიკოტინის მჟავას მიეკუთვნება PP ვიტამინი. ცუდი ქოლესტერინის შესამცირებლად და კარგი ქოლესტერინის გასაზრდელად ხშირად ინიშნება. ნიკოტინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი შედეგები, როგორიცაა კანის სიწითლე. გარდა ამისა, ჰიპერმგრძნობელობის, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადების დროს ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი ეფექტის გამო მისი მიღება არ შეიძლება.
საკვები დანამატები – სამკურნალო მედიკამენტების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს ვიტამინებს, პრობიოტიკებს, ბუნებრივ სტატინებს და სხვა სასარგებლო მიკროელემენტს. სინთეტიკური წამლებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველას არ უხდება ბევრი გვერდითი შედეგის და უკუჩვენების გამო, საკვებ დანამატებს ნატურალური და ნაზი შემადგენლობა აქვს. მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა Lactoflorene® ქოლესტეროლი – იტალიაში წარმოებული პრობიოტიკური კომპლექსი, რომელსაც დამტკიცებული ეფექტურობა აქვს. მასში შედის ნატურალური ნივთიერებები:
- ფერმენტირებული წითელი ბრინჯი – ბუნებრივი სტატინი, რომელიც ღვიძლში ქოლესტერინის გამომუშავებას ამცირებს.
- ყველაზე მეტად შესწავლილი ბიფიდობაქტერიები Bifidobacterium longum BB536®, რომელიც ქოლესტერინის შეწოვას ბლოკავს და ნაწლავების მიკროფლორას აწესრიგებს.
- ნიკოტინმიდი (РР) ვიტამინი, რომელიც კარგი და ცუდი ქოლესტერინის ბალანსს აღადგენს.
- ძლიერი ანტიოქსიდანტი კოენზიმი Q10, რომელიც გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიის რისკს ამცირებს.
ინოვაციური ორკამერიანი შეფუთვა DUOCAM® საშუალებას იძლევა, რომ პროდუქტის მიღებამდე კომპონენტები ერთმანეთს არ დაუკავშირდეს და პრობიოტიკების თვისებების მაქსიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პრობიოტიკების კომპლექსს Lactoflorene® ქოლესტეროლს სასიამოვნო გემო აქვს და მისი მიღება მოსახერხებელია. საკმარისია, შეფუთვა წყალში გახსნათ და დალიოთ. კურსის ჩატარება რამდენიმე კვირის განმავლობაში ქოლესტერინს არეგულირებს და გულის შეტევის რისკს ამცირებს.