თვალის რამდენიმე ცვლილება, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესებაზე მიგანიშნებთ

692

საკმარისია, თვალებს დააკვირდეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შესახებ გაიგოთ.

გუგის ზომა. ადამიანის თვალის გუგა მყისიერად რეაგირებს სინათლეზე. კაშკაშა სინათლეზე მცირდება და მისი დეფიციტისას იზრდება. თუ რეაქცია შენელებულია, ეს ტვინის პრობლემების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება.

წითელი ან ყვითელი თვალები. თვალის გარსის ფერის ცვლილება მიგანიშნებთ, რომ რაღაც რიგზე არაა. ჩვეულებრივ, სიწითლეს გაღიზიანება ან ინფექცია იწვევს და უმეტესად სწრაფად ქრება. თუ არ გადადის, სერიოზული ინფექციის, ანთების სიგნალია. უკიდურეს შემთხვევაში, წითელი თვალი შეიძლება გლაუკომის ნიშანი იყოს. ეს საშინელი დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაკარგვის მაღალ რისკზე მიგანიშნებთ.თვალის გარსის სიყვითლე ღვიძლის დაავადების, შესაძლო ჰეპატიტის ერთ–ერთი აშკარა ნიშანია. სიყვითლე შეიძლება გამოწვეული იყოს აუტოიმუნური დაავადებებით, ზოგიერთი ვირუსით ან სიმსივნით.

სისხლის ლაქები. თვალის თეთრ გარსზე სისხლის წითელი ლაქები სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევაა, პატარა ლოკალური სისხლძარღვის რღვევის შედეგი. ამის მიზეზი ხშირად ზედმეტი გადატვირთვაა, მაგრამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. ასეთია მაღალი წნევა, დიაბეტი, სისხლის ცუდი შედედება.

რგოლი რქოვანას გარშემო. თეთრი ან ნაცრისფერი რგოლი რქოვანას გარშემო ქოლესტერინის მაღალ დონეს და გულის დაავადებების მაღალ რისკს უკავშირდება. გარდა ამისა, ალკოჰოლიზმზე მიუთითებს.

ცხიმგროვა. მოყვითალო ცხიმგროვა, რომელიც თვალის თეთრ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს, ცნობილია როგორც პინგვეკულა – ცხიმის და ცილის მცირე დეპოზიტი. წარმონაქმნი საშიში არაა, სანამ არ იზრდება, მაგრამ საბედნიეროდ, პრობლემა მარტივად გვარდება. ამისთვის ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ.

ამობურცული თვალები. ეს შეიძლება გარეგნობის თანდაყოლილი თვისება იყოს. ჯანმრთელობის გაუარესებაზე მიგანიშნებთ, თუ ჩვეულებრივი თვალები რაღაც მომენტში წინ გამოდის. ასეთი ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევები, რომელიც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ერთი თვალის ამობურცვა შეიძლება ტრავმით, ინფექციით იყოს გამოწვეული. იშვიათ შემთხვევაში თვალის სიმსივნე იწვევს.