ჰემატოლოგ, ანასტასია გონჩაროვას თქმით, ღამის ოფლიანობა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის სერიოზული და სახიფათო დაავადების, გარეგანი ნიშანი შეიძლება იყოს.„თუ საძინებელში არ ცხელა, მაგრამ მაინც ოფლიანობთ, ეს რაიმე ფარული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს“ – ამბობს ექიმი ინტერვიუში.გონჩაროვა ასახელებს ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემას, რომლებიც ღამის აქტიურ ოფლიანობას ხშირად იწვევენ და ეს არ უკავშირდება იმ ადგილის ტემპერატურას, სადაც ადამიანს სძინავს.
მწვავე ინფექციები. ექიმი ამბობს, რომ ღამის ოფლიანობის ერთ–ერთი ჩვეული მიზეზია ინფექციური უსიამოვნებები, რომლის დროსაც ორგანიზმი დაავადების პათოგენზე ტემპერატურის მატებით, ცხელებით რეაგირებს. ინფექციები, რომელთაც ღამის ოფლიანობა ახასიათებთ:
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია
- გრიპი
- კოვიდ–19
- ინფექციური მონონუკლეოზი
- მალარია
„ღამის ოფლიანობა შეიძლება მიგანიშნებდეთ ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც ქრონიკულ სტადიაში გადავიდა, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ტუბერკულოზი.“
ონკოლოგიური დაავადებები. ექიმის ინფორმაციით, ღამის აქტიური ოფლიანობა სისხლის და ლიმფური ქსოვილების ავთვისებიან დაავადებებს ახასიათებს. დამატებითი ნიშნები შეიძლება იყოს ცხელების ეპიზოდები, წონის უნებლიე კლება.
ჰორმონალური დარღვევები. ქალებში ღამის ოფლიანობა შეიძლება წინა მენსტრუაციული სინდრომის სიმპტომი, ასევე მენოპაუზის დაწყების ნიშანი იყოს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანომალური წარმოებისას, ყველაზე ხშირად, ჰიპერთირეოზის დროს ღამის ოფლიანობა შეინიშნება.
ენდოკრინული პრობლემები. ამ შემთხვევაში ექიმები ნივთიერებათა ცვლის დარღვევებზე და ამ პრობლემასთან დაკავშირებულ დაავადებებზე საუბრობენ. მაგალითად, დიაბეტი ან იცენკო–კუშინგის დაავადება. ასეთი პათოლოგიის დროს ადამიანს ღამით ჭარბი ოფლიანობა შეიძლება აწუხებდეს.
აუტოიმუნური დაავადებები. ექიმი შეგახსენებთ, რომ მსგავსი დაავადებები მაშინ ჩნდება, როცა იმუნური სისტემა „ჭკუიდან გადადის“ და საკუთარ უჯრედებს უტევს. რატომ ხდება ეს, ზუსტად უცნობია.