იდეალური ფუნჩულების რეცეპტი წარმატებით მოვიძიე: მინი ფუნჩულები დიდი კომპანიისთვის

546

დღეს მენიუშია მარტივი ფუნჩულები, რომლებიც მხოლოდ ნახევარ საათში მზადდება. 30 წუთში 15 საოცრად გემრიელ პატარა ფუნჩულას მიიღებთ. თუ სასაუზმოდ საინტერესო იდეებს ეძებთ, ასეთი კერძი თქვენი საყვარელი გახდება. რამდენიმე სტანდარტული ინგრედიენტი, რომელსაც მაცივარში იპოვით, ნოყიერ და გემრიელ კერძად სწრაფად გადაიქცევა. დავიწყოთ!

მარტივი ფუნჩულები – როგორც წესი, სიტყვა „ფუნჩულაზე“ წარმოგვიდგენია ლამაზი მრგვალი, ფუნთუშა ცენტრში გახვრეტილი და ვარდისფერი ჭიქურით დაფარული. ტრადიციული ამერიკული ფუნჩულები სწორედ ასე გამოიყურება. მათ მულტფილმებსა თუ სერიალებში ხშირად ვხედავთ. ახლა პრაქტიკულად ყველა ქალაქში რაღაც მსგავსი იყიდება. პრინციპში იდენტურის მომზადება მარტივია. ოღონდ საკმარისი დრო ყოველთვის არ გვაქვს. ზოგჯერ გვსურს, რომ ფუნჩულა მივირთვათ, მაგრამ სამსახურის დაწყებამდე 1 საათია დარჩენილი. Vivien გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ამ შემთხვევაში გამოგადგებათ. ფუნჩულა ტრადიციულად არ გამოიყურება და ჭიქურიც არ აქვს, მაგრამ გემრიელია. ნებისმიერი იოგურტი, კენკრა ან მურაბა შეგიძლიათ დაუმატოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 200 მლ მჟავე რძე
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 600 გ ფქვილი
  • შაქრის ფხვნილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ. მჟავე რძე და სოდა აურიეთ და კვერცხის ნარევს დაუმატეთ.
  2. კარგად აურიეთ და თანდათან ფქვილი გაცერით. რბილ ცომს მიიღებთ. ნახევარი საათით გააჩერეთ.
  3. საგორავი აიღეთ და ცომი სქლად გააბრტყელეთ. დანით პატარა რომბებად დაჭერით.
  4. ტაფა გააცხელეთ და ზეთი დაასხით. ცომი ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  5. ფუნჩულები ქაღალდზე გადაიტანეთ და ზეთს დაწურვა აცადეთ.
  6. ფუნჩულები მზადაა! ჯემთან ან თაფლთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ!
  7. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს