კულინარიული ექსპერიმენტები: რატომ უნდა ათქვიფოთ სურნელოვანი პიტნა და შაქარი

613

გაზაფხული, აყვავებული ველ–მინდორი, მზიანი, თბილი დღეები, სეზონური ხილ–ბოსტნეული და პიტნა კვლებში კულინარიული ექსპერიმენტებისგან გვიბიძგებს. Vivien პიტნის ორცხობილის მომზადებას გასწავლით.ორცხობილა იდეალურია ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად, სტუმრებისთვის მისართმევად. შეღებილი ცომი საინტერესოდ გამოიყურება. მაგალითად, ალუბალი ბლინებს იასამნისფრად ღებავს, ჟოლო ბისკვიტს ნაზ ვარდისფერს ანიჭებს, ხოლო პიტნით ორცხობილა მწვანე გამოდის.გირჩევთ, საკვების საღებავები ნაკლებად გამოიყენოთ, მაგრამ ნატურალური პროდუქტებით შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, როგორიცაა 1 მუჭა პიტნა, 1 ჭიქა ფქვილი, ნახევარი ჭიქა შაქარი, კვერცხი. გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი ორცხობილა ოჯახური საღამოსთვის იდეალურია! სურვილის შემთხვევაში შოკოლადის ნაფხვენი, გარგარის ჩირ,ი, შავქლიავი, ქიშმიში დაუმატეთ. შიგთავსის გარეშეც გემრიელია, უბრალოდ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ინგრედიენტები:

  • 220 გ ფქვილი
  • 20 გ პიტნა
  • 100 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 40 გ შოკოლადის ნაფხვენი
  • 7 გ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. პიტნის ფოთლები გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ღრმა თასში ჩააწყვეთ და 100 გრამ შაქართან ერთად ბლენდერით ათქვიფეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
  2. რბილი კარაქი პიტნას დაუმატეთ და აურიეთ. კარაქი წინასწარ გამოიღეთ, მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე გაადნეთ.
  3. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და შოკოლადის ნაფხვენი დაუმატეთ.
  4. 1 კვერცხი ათქვიფეთ და აურიეთ. სქელ ცომს მიიღებთ. ზეთი წაისვით, რომ ხელზე არ მიგეკროთ, და პატარა ბურთები გააკეთეთ.
  5. გაბრტყელებული ბურთები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. წინასწარ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. გაცივება დააცადეთ და პიტნის ორცხობილები მიირთვით.

ტირამისუს მსგავსი დესერტის მისაღებად ნაღების კრემი და სიროფი დაუმატეთ. ცივი, 35%–იანი ნაღები და 200 გ შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. კრემი პიტნის ორცხობილებს ფენებად წაუსვით. ყავის ნაცვლად ლიმონის სიროფი შეგიძლიათ მოასხათ. ლიმონის სიროფის მოსამზადებლად შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი აურიეთ. საოცრად გემრიელ დესერტს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს