ვაშლის ყვავილების ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

736

გაზაფხული საუცხოო დროა, როცა ბუნება იღვიძებს, ყვავილები იშლება, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზე ათბობს და ხეები ყვავილობს. ზამთრის წასახემსებელ–კონსერვებს ვემშვიდობებით და რაციონში ვრთავთ ახალ ბოსტნეულს, ხილს და მწვანილს. ყოველ გაზაფხულზე ხეხილს მგზნებარედ ვამუშავებ და ვაშლის ყვავილებით ჩაის ვადუღებ.

როგორ მოვადუღოთ ვაშლის ყვავილების ჩაი – მთავარია, რომ ხე ქიმიკატებით დამუშავებული არ იყოს. გარდა ამისა, დღის პირველ ნახევარში, 10-11 საათზე უნდა შეაგროვოთ. მნიშვნელოვანია, რომ ნამი არ ჰქონდეს და ფუტკრებმა სამკურნალო ყვავილის ნექტრის შეგროვება ვერ მოასწროს. ფოთლებს და ყვავილებს გარეცხვა არ სჭირდება.

  • ღუმელში – პირველ რიგში, ვაშლის ფოთლები და ყვავილები 3 თანაბარ ნაწილად გაყავით. პირველ ნაწილს მეტი ფერმენტაცია აქვს. ხელით დასრისეთ, რომ წვენი გამოვიდეს, თასში ჩააწყვეთ. სველი ნატურალური ქსოვილის პირსახოცი დააფარეთ და თბილ ღუმელში 3 საათით შედგით. როცა პირსახოცი გაშრება, კვლავ წყლით დაასველეთ. შედეგად, მზა ყვავილები და ფოთლები ყვავილოვან–ცხარე არომატს და მოყავისფრო შეფერილობას შეიძენს.
  • მზეზე – ნარევის მეორე ნაწილს საშუალო ფერმენტაცია აქვს. ხელით დასრისეთ, თასში ფენებად ჩააწყვეთ. თითოეული ფენა თაფლიანი წყლით (1 ს/კ თაფლი 200 მლ წყალზე) დანამეთ. ნარევს სველი პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას ან მზეზე რამდენიმე საათით გააჩერეთ.
  • საშრობში – მესამე ნაწილი მაშინვე გაახმეთ. როცა ნარევი თითქმის გახმება, ალუბლის ან ქლიავის კვამლით დაამუშავეთ. ასე ნარევი მდიდარ და პიკანტურ არომატს შეიძენს. როცა ყველაფერი მზად იქნება, ნარევს აურიეთ და კიდევ ერთხელ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ გაახმეთ.

ჩაის მოსამზადებლად 1 ს/კ ნარევს მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთით გააჩერეთ. გემოვნებით ლიმონი, კოჭა, თაფლი და შაქარი დაუმატეთ. სასმელი ორგანიზმის ტონუსს ზრდის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების წინააღმდეგ შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა. ნატურალური ვაშლის ჩაი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ, მაგალითად, ალუბლის ყვავილები დაუმატეთ.