ბოლო დროს უკრაინელი ტაროლოგის, ლუდმილა ხომუტოვსკაიას ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში ხშირად ჩნდება. ხალხი მას ენდობა, რადგან თავის პროგნოზებში სიტუაციას არასდროს ალამაზებს. ქალი ამბობს სიმართლეს, რასაც კარტებით ხედავს. ზოგჯერ მისი ნათქვამი იმედისმომცემია, ზოგჯერ შიშიმომგვრელი და სამწუხარო. ახლახანს სპეციალისტმა თქვა, რა ელის უკრაინას უახლოეს მომავალში.
რა ელის უკრაინას უახლოეს მომავალში – უკრაინელები 9 მაისს სულმოუთქმელად ელოდნენ. ამ თარიღის გარშემო ბევრი ჭორი იყო გავრცელებული, თუმცა ყველაფერი არც ისე კრიტიკული აღმოჩნდა. პირიქით, სწორედ ამ დღეს აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ლენდ–ლიზის აქტს ოფიაციალურად ხელი მოაწერა. ტაროლოგი ამბობს, რომ 9–ის შემდეგ უკრაინის მაცხოვრებლები შვებას იგრძნობენ, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია. მაგალითად, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში დღემდე ბევრი მებრძოლია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ტაროლოგი ირწმუნება, რომ ეს პრობლემა ადრე თუ გვიან კარგად დასრულდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ახლა ლუგანსკის რეგიონში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამბობენ, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის ამ ნაწილის სრულად აღება სურთ. ტარო პროგნოზი იმედის მომცემია: თუ თავდასხმელები ამას მოახერხებენ, მხოლოდ ცოტა ხნით. ამავდროულად, ბევრი ახალი მსხვერპლისთვის უნდა მოვემზადოთ. იგივე დონეცკის რეგიონს ეხება. უკრაინელი მებრძოლები წინსვლას, ნაბიჯ–ნაბიჯ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სწრაფად არ მოხდება. ხარკოვის მიმართულებით სიტუაციას უკრაინელი მეომრები აკონტროლებენ. გამოჩნდა ინფორმაცია, რომ რუსები უკან დახევას იწყებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარკოველებს მოდუნება შეუძლიათ.
სიტუაცია უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში – კიევსა და მის მიმდებარე რეგიონებში ხალხი ცხოვრებას ნელ–ნელა უბრუნდება. ტაროლოგი გვაფრთხილებს: სარაკეტო თავდასხმები მოსალოდნელია. იგივე ეხება ვინიცის, კიროვოგრადის და ჩერკასის რეგიონებს. პოლტავის რეგიონში შედარებით მშვიდი ვითარებაა. ზაპოროჟიეს რეგიონში საომარი მოქმედებები მხოლოდ გაუარესდება. რუსული ჯარები შეტევას აგრძელებენ. გარდა ამისა, ქალაქში ტერაქტის მოწყობა იგეგმებოდა, რომელიც აღკვეთეს. დნეპრში ბევრი ფრენაა მოსალოდნელი. მალე გავიგებთ, რომ რამდენიმე ოკუპირებული რეგიონი და დასახლება გაათავისუფლეს. ლუდმილა ამ ტერიტორიაზე უკრაინელი მეომრების გაძლიერებულ აქტიურობას ხედავს. ხერსონი თითქმის ომის დაწყებიდან ოკუპირებულია. ხომუტოვსკაია ვარაუდობს, რომ მაქსიმუმ 1 თვეში ქალაქი გათავისუფლდება. ტაროლოგი ამბობს, რომ ხერსონში მოსალოდნელია მტრის დივერსია, მაგრამ ეს არაფერს გამოიწვევს. ლუდმილას თქმით, უკრაინის ხელისუფლება ხერსონის გასათავისუფლებლად გეგმას ამზადებს. ოდესის რეგიონი კვლავ ჰაერიდან დაიბომბება, მაგრამ რაკეტების უმეტესობას საჰაერო თავდაცვის სისტემით დაამარცხებენ. ამის მიუხედავად, ხალხს ურჩევს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალები არ უგულებელყოს. ეს უკრაინის მთელ ტერიტორიას ეხება.
დასავლეთ უკრაინა და სხვა რეგიონები – ფრენები ნიკოლაევის რეგიონშიც მოსალოდნელია. ტაროლოგის თქმით, ეს განსაკუთრებით ინდუსტრიულ სფეროებს ეხება. დასავლეთ უკრაინაში სიტუაცია არც თუ ისე კარგად ვითარდება. მოსალოდნელია სარაკეტო თავდასხმები, მაგრამ საჰაერო თავდაცვა გამართულად იმუშავებს. ეს ეხება ლვოვის, ხმელნიცკის და ჩერნოვცკის რეგიონებს. ივანო–ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, როვნოს და იმიერკარპატების რეგიონებში სიმშვიდე იქნება. ასევე ვოლინის ოლქშიც, მაგრამ აქ ინფრომაციულ ფრონტზე პროვოკაციები მოსალოდნელია. ინფორმაცია, რომელსაც მოისმენთ, სჯობს გადაამოწმოთ და ოფიციალური წყაროს დადასტურებას დაელოდოთ. ტაროლოგი უკრაინელებს, რომლებიც ჩერნიგოვში დაბრუნებას აპირებენ, აფრთხილებს. ამის გაკეთება ადრეა, რადგან ბევრი დანაღმული ტერიტორიაა. ამ მხარეში ბერალუსიის მხრიდან ომის დაწყების შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ჭორებს არ დაუჯეროთ!
ლუდმილა აღიარებს: ომი მაისში არ დამთავრდება, მაგრამ დადებითი ცვლილებები უკვე ახლა შესამჩნევია. ამ თვეში უკრაინელი მეომრები ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლებას შეძლებენ. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეიძლება ახალ დონეზე გადავიდეს. მხოლოდ ლოდინი და უკეთესის იმედი დაგვრჩა.