შეშფოთებული ასტროლოგი მაისის პირქუში პროგნოზის დეტალურ ანალიზს გვიზიარებს

1133

ბოლო დროს ყველა სფეროს ექსპერტმა ათასობით ახალი მსმენელი შეიძინა. გასაკვირი არცაა, რადგან ბევრი ადამიანი რუსეთ–უკრაინის ომის გამო წუხს. ისინი ცდილობენ, რომ ოპერატიულად გაიგონ, რას პროგნოზირებენ ასტროლოგები ომზე, რას ამბობენ ომის ექსპერტები მოვლენების განვითარების შესახებ, როდის ფიქრობენ ომის დასრულებას პოლიტოლოგები.Vivien გიზიარებთ დიმიტრი ურანუსის, ასტროფსიქოლოგის პროგნოზს. სპეციალისტი ირწმუნება, რომ ომი კიდევ უფრო მასშტაბური შეიძლება გახდეს.

რას ამბობენ ასტროლოგები რუსეთ–უკრაინის ომზე – ჯერ კიდევ 30 აპრილს ურანუსი ახალი მთვარის და მზის დაბნელების რუქებზე ხედავდა, რომ მარსის (ომის ღმერთის) ხაზის ნეგატიური გავლენა უკრაინის დასავლეთ ნაწილისკენ მოძრაობდა. ასტროფსიქოლოგი ლვოვის, ლუცკის და უჟგოროდის მაცხოვრებლებს შემდეგ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიდი ალბათობით, მაისში აქ საშინელი ამბები შეიძლება დატრიალდეს. მაგალითად, სარაკეტო თავდასხმები, რომლებიც ნგრევას და ხანძარს გამოიწვევს. გამოდის, სახიფათო სიგნალების უგულებელყოფა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მაცხოვრებლები თავშესაფარში დაიმალონ და საკუთარ თავს და ახლობლებს საფრთხე არ შეუქმნან.

„მზის და ურანის კუროში გაერთიანება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობას უფრო ზრდის. თან კონკრეტულად დიდ ქალაქზე მიბმის გარეშე“ – აღნიშნავს დიმიტრი.სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს, რომ მარსის ხაზი ივნისსა და ივლისში არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გაივლის, არამედ რუსეთისა და ანექსირებული ყირიმისკენ გადაინაცვლებს. სავარაუდოდ, ეს საომარი მოქმედებების სხვა ტერიტორიაზე გადატანაზე მიგვანიშნებს, რაც ომს უფრო მასშტაბურს გახდის.

მზის დაბნელების გავლენა – დიმიტრი ბოლო მზის დაბნელებაზეც საუბრობს. შეგვახსენებს, რომ დაბნელება უკრაინის პოლიტიკურ ელიტას საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, 30 აპრილიდან 30 მაისამდე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საშიში პერიოდია. მოსალოდნელია, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე, რადგან უკვე ნახსენები ურანი ჰაერის, საავიაციო და სარაკეტო ტექნოლოგიების პლანეტაა. ურანის გავლენა მოულოდნელი მოვლენების ალბათობას ზრდის.„ახლა უკრაინაში 100%–ით უსაფრთხო ადგილი არაა. პირობითად უსაფრთხოდ შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ პატარა დასახლებები, რომლებიც ფრონტის ხაზისგან შორსაა. ადგილი, სადაც სამხედრო თვალსაზრისით საინტერესო არაფერია, სადაც ძვირიან რაკეტებს არ გაგზავნიან. შედარებით უსაფრთხოა იქაც, სადაც რკინიგზა, საწვავის საწყობები და ქარხნები არაა. ამ შემთხვევაშიც რაკეტის შემთხვევითი დაცემისგან, დაზიანებისგან ან საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმატებული მუშაობისგან დაზღვეული არავინაა“ – მსჯელობს ასტროფსიქოლოგი.

რა თქმა უნდა, მსმენელებმა სპეციალისტს კომენტარებში მადლობა გადაუხადეს. პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად უკრაინელები და არა მხოლოდ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ომი მალე დასრულდება. უკრაინელებს სიმართლის და გამარჯვების სჯერათ, ამიტომ გამარჯვების იმედით დღითიდღე ძლიერდებიან. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს.