როგორ გავაკეთოთ სწრაფი ტორტი სახლში? Vivien საინტერესო და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. დესერტების მოსამზადებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ეს ნამდვილად განსაკუთრებულია. ნაზი ვარდისფერი შეფერილობის და ლიმონის არომატით. პატარა პრინცესებისთვის ნამდვილი საჩუქარია. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდება თქვენს ქალიშვილს, შვილიშვილს თუ ნათესავს ასეთი ლამაზი, ტკბილი საჩუქარი.
სწრაფი ტორტი სახლში – სპეციფიკური შეფერილობის გამო ამ ტორტს შეგიძლიათ „ფლამინგო“ უწოდოთ. ტკბილეულს ფრინველის სახელი იდეალურად შეეფერება. მსუბუქი, ჰაეროვანი და ლამაზია, როგორც ფლამინგო. თან ისიც ვარდისფერია. შესაფერი საკვების საღებავის შეძენაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ.
ვარდისფერი „ფლამინგო“
ცომის ინგრედიენტები:
- 300 გ ფქვილი
- 12 გ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- 80 გ შაქრის ფხვნილი
- 100 მლ რძე
- 50 გ კარაქი
- 1 კვერცხის გული
- ლიმონის არომატიზატორი
კრემის ინგრედიენტები:
- 600 მლ რძე
- 80 გ ვანილის პუდინგი
- 10 გ სიმინდის სახამებელი
- 130 გ შაქარი
- 20 გ ვანილის შაქარი
- 20 გ კარაქი
- ლიმონის ცედრა
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
- რძე, კვერცხის გული და ლიმონის არომატიზატორი აურიეთ. ფქვილი კარგად გაცერით და გამაფხვიერებელს დაუმატეთ. მშრალი კომპონენტები აურიეთ და კარაქი დაუმატეთ. კარაქს და ფქვილს მცირე ნაფშვენის მიღებამდე აურიეთ.
- ცალკე თასში ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ და რძე დაასხით. შაქრის ფხვნილი არ დაგავიწყდეთ. კარგად აურიეთ და ცომის მოზელა დაიწყეთ. ელასტიური და რბილი უნდა იყოს. ცომი პარკში გაახვიეთ და 40 წუთით მაცივარში შეინახეთ.
- მშრალ პუდინგს შაქარი, ვანილი და სახამებელი აურიეთ. რძე დაუმატეთ და გაზქურაზე დადგით. კრემი საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ, რძე თანდათან ჩაასხით და აურიეთ. როგორც კი, გასქელდება, გაზქურა გამორთეთ და კრემის გაგრილებას დაელოდეთ.
- კარაქი ცოტა გაადნეთ და მიქსერით ათქვიფეთ. ცედრა და ლიმონის წვენი დაუმატეთ, შემდეგ ნაწილ–ნაწილ კრემის მასა დაუმატეთ. ნარევი აფუებამდე ათქვიფეთ. ათქვეფისას ცოტა საღებავი დაუმატეთ, რომ კრემი ვარდისფრად შეიღებოს.
- ცომი 3 ნაწილად გაყავით და თქვენი საცხობი ფორმის ზომამდე გააბრტყელეთ. მზა ფენები 180 გრადუსზე 7 წუთით აცხვეთ. ბისკვიტის და კრემის გაცივებას დაელოდეთ, შემდეგ ტორტის აწყობა დაიწყეთ. ფანტაზია ჩართეთ და ტორტი გააფორმეთ.
სწრაფი ტორტი სახლში ბავშვებისთვის – უდავოდ, ტორტის ფერი და არომატი შეგიძლიათ შეცვალოთ. თუ ლიმონის სუნი არ მოგწონთ, არომატიზატორი არ გამოიყენოთ ან ნებისმიერი სხვა აიღეთ. მაგალითად, ჟოლო, მარწყვი, ბანანი ან ვაშლი. სიტყვაზე, ასეთი ტორტი საბავშვო სადღესასწაულო სუფრას იდეალურად უხდება. ფერადი ტკბილეული მოუსვენარ ბავშვებს ნამდვილად მოეწონებათ.