ეკატერინა მარკოვა, ნუტრიციოლოგი ამბობს, რამდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი და ნამდვილად ყველას სჭირდება თუ არა. პანდემიის პერიოდში D ვიტამინი ზეპოპულარული გახდა. ბევრი ადამიანი მას უნივერსალურ საშუალებად აღიქვამს, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს. აფთიაქებში შეფუთვებით ყიდულობდნენ და „ცხენის“ დოზებს იღებდნენ.
„აფთიაქები, ბაზრობები და სუპერმარკეტებიც D ვიტამინის შემცველი დანამატებით სავსეა: შუშხუნა აბები, ფხვნილები, ზეთოვანი აბები. უკვე გაგება და ნდობა არაა: ეს მხოლოდ მარკეტინგია თუ ნამდვილად გვჭირდება? D ვიტამინი ერთ–ერთ მნიშვნელოვანი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. გარდა ამისა, პროჰორმონია და ორგანიზმში ბევრ პროცესზე გავლენას ახდენს“ – ამბობს ექსპერტი.
D ვიტამინი კალციუმის და ფოსფორის ცვლაში მონაწილეობს, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაზე გავლენას ახდენს, ოსტეოპოროზის პრევენციას ახდენს.გარდა ამისა, D ვიტამინზე ჩვენი იმუნიტეტია დამოკიდებული. ორგანიზმში აგრესიული აგენტების მოხვედრისას D ვიტამინი იმუნურ პასუხზე პასუხისმგებელია, რაც ორგანიზმში ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებების ზრდაზე გავლენას ახდენს.
ამ ვიტამინის ბალანსზე სიმსივნის პრევენციაა დამოკიდებული. D ვიტამინი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.D ვიტამინი ქალის ორგანიზმს ჰორმონალური დარღვევებისგან, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიებისგან (ენდომეტრიოზი, საკვერცხეების პოლიკისტოზი, მიომა) იცავს.
როგორც ხედავთ, D ვიტამინი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა დიდი დოზით დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია ვიტამინის დონის კონტროლით და ანალიზების ჩაბარების შემდეგ. D ვიტამინის დეფიციტის კომპენსირება მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითმკურნალობა არ ღირს.